"არავის დაუდგენია, რომ ბატონ ლორთქიფანიძეს პიჯაკი ამ ბიჭებმა შემოახიეს,"-ბობოხიძე დაკავებულ "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერებზე საუბრობს
"არავის დაუდგენია, რომ ბატონ ლორთქიფანიძეს პიჯაკი ამ ბიჭებმა შემოახიეს,"-ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის დროს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგა მმართველი კოალიციიდან დავით ლორთქიფანიძე გააკტირიკა.
"რას ითხოვთ იმ ბიჭებისგან, რა აღიარონ. პიჯაკის შემოხევა არ ახსენოთ. არავის არ დაუდგენია, რომ ბატონ ლორთქიფანიძეს პიჯაკი ამ ბიჭებმა შემოახიეს. იქ ნამდვილად იყო
გამიშვი-გამომიშვი. მე გამიკვირდა ბატონი ლორთქიფანიძისგან იმიტომ, რომ გმირობის ტოლფასია, როდესაც ამხელა მასას კაცი უპირისპირდება, თუმცა შემდეგ
გავიგე, რომ ლორთქიფანიძემ გინება ამ ადამიანებსმას შემდეგ დაუწყო, რაც დეპუტატი გამოვიდა პოლიციის კორდონიდან და ამის მერე დაიწყო ეს გამიშვი-გამომიშვი და არავინ მას ფიზიკურად არ შეხებია,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.