"საქართველოს ხელისუფლება რეალურად უკვე ერთიან მიზანს აღარ ემსახურება" - სალომე სამადაშვილი
პრეზიდენტთან დისკუსიის დასრულების შემდეგ შეკითხვების ავტორებმა, რომელთა კითხვები მედიას ეხებოდა, განააცხადეს, რომ გიორგი მარგველაშვილი უფრო ოპტიმისტურად ხედავს მოვლენებს, ვიდრე რეალობაა.
პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელსაც დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები დაესწრნენ. ნატოს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვიდა და აქცენტი დემოკრატიულ ღირებულებებზე გააკეთა.
„პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ თუ მედია შეზღუდვა მოხდება, თუ დღევანდელი სიტუაცია დაემსგავსება 2007 წელს, ეს აუცილებლად იმოქმედებს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე,“ - განაცხადა დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა გიორგი რუხაძემ.
როგორც ბრიუსელის ევროპულ კვლევათა ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ეჭვები არსებობს იმის თაობაზე თუ რა სურს დღევანდელ ხელისუფლებას და ყოფილ პრემიერს
"დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება რეალურად უკვე ერთიან მიზანს აღარ ემსახურება. მე არ შემაქვს ეჭვი საქართველოს პრეზიდენტის მიზნებში და მის პოლიტიკურ ხედვაში. თუმცა, სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება თუ რა სურს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს მთავრობის სახით მართავს ქვეყანას და რაც მთავარია, მათ არაფორმალურ მმართველს ბატონ ბიძინა ივანიშვილს,“- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ერთადერთი ადამიანი საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც საზოგადოებრივი აზრით ინტერესდება და არც კრიტიკული აზრის ეშინია.