"ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტი მონურ დამოკიდებულებაში არ არის მასთან,"- მამუკა კაციტაძე
ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის დაუმორჩილებლობა, ანუ რომ პრეზიდენტი არ არის მონურ დამოკიდებულობაში მასთან,"- ეს განცადება ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ ბიძინა ივანიშვილის და მწერალთა მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა. კაციტაძეც და ინტერპარტიული ჯგუფის სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილება და შემდეგ ხელისუფლების.
"ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის დაუმორჩილებლობა, ანუ რომ პრეზიდენტი არ არის მონურ დამოკიდებულობაში მასთან. მას უნდა რომ ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მიმართოს. მწერლები, ალბათ მუშათა კლასი, მას კომკავშირლები
შეუერთდებიან ეს ყველაფერი გასული საუკუნის 60-იანი წლების ხელწერა,"- განაცხადა კაციტაძემ.
ამავე თემაზე ისაუბრა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავამ
"წინა ხელისუფლების მსგავსად დღევანდელი ხელისუფლებაც ქმნის ზონდერ ჯგუფებს. სადღობელაშვილებს და სხვა ქუჩის მოძალადეთა ბანდებს. ეს ქვეყანას დააბრუნებს 2007 წელში. ჩვენ არ მოგვწონს დღევანდელი მთავრობა მაგრამ სხვა
მთავრობა არ გვყავს, ამიტომაც მზად ვართ დავიწყოთ უსუფაშვილთან და ღარიბაშვილთან მოლპარაკებები საარჩევნო კოდექსზე,"- აცხადებს კუკავა.