ავტოსაგზაო შემთხვევა ვარკეთილში-დაშავებულია სამარშუტო ტაქსის 4 მგზავრი
რამდენიმე წუთის წინ სამარშუტო ტაქსი გადატრიალდა ვარკეთილში. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში რუსთავი 2-ს განუცხადეს დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამარშუტო ტაქსში მყოფი მგზავრებიდან მხოლოდ ოთხის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.