Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2021

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი იკრიბება - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ოქტომბერს

0

შიმშილობის მე-19 დღე: სააკაშვილის ჯანმრთელობას ექიმების კონსილიუმი შეაფასებს

გახდება თუ არა აუცილებელი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა - ამას ექიმთა კონსილიუმი გადაწყვეტის, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს შევა. ამის შესახებ გუშინ საღამოს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

მისი თქმით ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს, თუმცა მის ანალიზის პასუხებს კონსილიუმის წევრები სწავლობენ.

„გვესმოდა, რომ აქ აქცია იყო და ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. ხვალ კონსილიუმი მოვა, ემზადება. კონსილიუმის დროს ვერ გეტყვით, ჯერ არ ვიცი, დღის პირველ ნახევარში იქნება“, - განაცხადა ყიფშიძემ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 70-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გაავრცელა განცხადება.

ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები ხელს აწერენ ღია წერილს.

„საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

 

ახალი ინიციატივა და ძველი გზავნილი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია და სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიებულ ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი - „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შესთავაზა.

ლოიდ ოსტინის ვიზიტს ორი მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა საქართველოსთვის:

კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ მიმართულებით ახალი პროგრამის დაწყების შესახებ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა.

პასუხი საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე რუსეთის მიერ რეგიონში ინიციირებულ 3+3 ფორმატთან შეერთების შესახებ. ამ კონტექსტში ამერიკელი მინისტრი რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას შეახსენებს და რეგიონში აშშ-ის გეგმების არსებობასაც უსვამს ხაზს.

საერთო ჯამში კი ის ფაქტი, რომ საქართველო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მარშრუტში მოხვდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ვიზიტის დროს, ექსპერტებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. "ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მიერ ჩვენ აღვიქმებით ევროპული უსაფრთხოების სივრცის ნაწილად; მიუხედავად ბოლოდროინდელი პრობლემებისა, რაც ჩვენი „მონდომებით“ შევქმენით ჩვენს ქვეყანაში, ამერიკელებს იმდენი რესურსი აქვთ ჩადებული საქართველოს განვითარებაში, რომ, ვფიქრობ, თან უჭირთ და თან არც უნდათ ჩვენზე უარის თქმა. ეს ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას GSAC-ის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი.

რის სათქმელად ჩამოვიდა ლოიდ ოსტინი საქართველოში და რას უდრის 3+3 ვაშინგტონისთვის? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

აცრა „პანტა-პუნტით“ - იმუნოლოგები და ინფექციონისტები რევაქცინაციასა და ბუსტერზე

გასულ კვირაში WHO-ს იმუნიზაციის ექსპერტთა და სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფმა, 60 წელს ზევით ადამიანებისთვის, რომლებიც „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ არიან აცრილნი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის რეკომენდაცია გასცა.

თუმცა სანამ ჯანო-ს გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, ბუსტერ დოზით აცრის საშუალება უკვე მისცა საკუთარ მოქალაქეებს ისრაელმა, ავსტრია, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ ბუსტერ დოზა, არამედ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ხელახალი ვაქცინაციის, რევაქცინაციის საშუალებაც მისცა.

რევაქცინაციის დროს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამერიკული წარმოების კოვიდ-ვაქცინა „ფაიზერი“.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინური წარმოების ვაქცინებით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მგზავრობისას პრობლემები შეექმნათ, რაკიღა ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვის, ჩინური წარმოების ვაქცინით იმუნიზაცია ე.წ. კოვიდ-საშვს არ წარმოადგენს.

რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე და სასამართლო პროცესი, სადაც ქალის გარდაცვალება ცნობად მიიღეს

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით“, უთხრა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ 18 ოქტომბერს ჟურნალისტებს, თბილისში ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე.

გუშინ ბათუმში ზურაბ ბერიძის საცხოვრებელი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ყოფილი ვიცე-მერის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

გარდაცვლილ ქალს და ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ და სასამართლო დავაც ჰქონდათ. ბერიძის მტკიცებით, მოკლულ ქალთან მას უკანასკნელი 6 თვეა, ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია.

„პოლიცია მუშაობს და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება სავარაუდო დამნაშავე“, - უთხრა ზურაბ ბერიძემ ჟურნალისტებს.

მოკლული ანასტასია შატალოვას ადვოკატმა პაატა შავაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ანასტასია შატალოვამ პოლიციას შეატყობინა, რომ მასზე და მის შვილზე ბერიძემ იძალადა და დაემუქრა. სასამართლომ ზურაბ ბერიძეს ბრალი წარუდგინა, შემდეგ კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ადვოკატის თქმითვე, ზურაბ ბერიძეს შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც ვადა ამოეწურა.

რა არის ცნობილი ამ დროისთვის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე? წაიკითხე მეტი ეკა ლორთქიფანიძის სტატიაში.

 

რუსეთი წყვეტს ნატოში თავისი მისიის მუშაობას

რუსეთი აცხადებს, რომ წყვეტს თავისი მისიის მუშაობას ნატოს შტაბბინაში, ბრიუსელში, რაც წარმოადგენს პასუხს ნატოს მიერ თვის დასაწყისში რუსეთის მისიიდან რვა წევრის გაძევებაზე.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დარტყმაა აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირებზე, რომლებიც ისედაც უახლოვდება ცივი ომის პერიოდის დაბალ ნიშნულს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერაციები 1 ნოემბრიდან შეწყდება, და ამავე დღეს შეუწყდებათ აკრედიტაცია მოსკოვში ნატოს მისიაში მომუშავე პირებს.

ნატოს პრესმდივნის, ოანა ლუნგესკუს თქმით, ალიანსს რუსეთის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია. "გავეცანით მინისტრ ლავროვის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა მის მიერ წამოჭრილ საკითხებზე" - ამბობს ალიანსის პრესმდივანი.

წაიკითხე მეტი.

 

COVID-19-ის გართულებით გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი

COVID-19-ის გართულების შედეგად გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, კოლინ პაუელი. ის 84 წლისა იყო.

როგორც პაუელის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი იუწყება, მას ვაქცინაციის სრული კურსი ჰქონდა ჩატარებული.

პაუელი 1989-93 წლებში მსახურობდა შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, სახელმწიფო მდივანი კი 2001-05 წლებში იყო. იამაიკელი იმიგრანტების შთამომავალი, პაუელი იყო პირველი აფრიკელი ამერიკელი პირი, რომელმაც ამ ორ პოზიციაზე იმუშავა. რესპუბლიკელთა რამდენიმე ადმინისტრაციაში მსახურობისას პაუელს მიაწერენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებში.

კომენტარი, როგორც „ექსტრემიზმი“ - რა ელის ტელეგრამის არხების გამომწერებს ბელარუსში?

ბელარუსის ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკოს მთავრობამ, რომელიც დამოუკიდებელი ინფორმაციის საშუალებებს ხურავს, ბლოკავს ვებსაიტებს, აპატიმრებს და ძალადობს მისი მმართველობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე, ამჯერად მიზანში გადარჩენილი მედიაპლატფორმები და მისი მომხმარებლების ამოიღო.

14 ოქტომბერს გამოქვეყნდა ბელარუსის მინისტრთა საბჭოს 575-ე, გახმაურებული დადგენილება „ექსტრემიზმის და ნაციზმის რეაბილიტაციის წინააღმდეგ ზომების შესახებ“, რომლის თანახმად პასუხისმგებლობა შესაძლოა არა მხოლოდ „ექსტრემისტულად“ მიჩნეული ტელეგრამის არხებს, არამედ მათ ხელმომწერებსაც დაეკისროთ.

15 ოქტომბერს მინსკის ცენტრალური ოლქის სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა დევნილობაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ტელეგრამის-არხი „ჰოლოსი“.

ბელარუსის ხელისუფლებას ჯერჯერობით „ექსტრემისტულად“ არ გამოუცხადებია რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ტელეგრამი, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი მედიის მიერ მართული სხვა, მრავალი არხის შემთხვევაში მოხდა, გარდაუვალი საფრთხის მოლოდინი, ყველა სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ხელმოწერების გადინების საფუძველი გახდა.

წაიკითხე მეტი.

 

 

საქართველოში რეგიონული მედიის რეიტინგებს არავინ ითვლის. მედიის, რომლის მხრებზეც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიამ გადაიარა. ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ბლოგები - საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც იკარგებიან ცენტრალური მედიების ფონზე, თუმცა მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ, რეგიონული და სრულიად საქართველოს პრობლემების და ისტორიის აღბეჭდვის პროცესში. „არაცენტრალური მედია" ოთხნაწილიანი დოკუმენტური სიუჟეტებისგან შემდგარი ფილმია, რომელიც თანამედროვე საქართველოში არსებული რეგიონული მედიის ისტორიასა და თანამედროვე ყოფაზე მოგვითხრობს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, каким будет летний сезон волонтерского проекта «Время добра»


Спорт в России и мире
Москва

Спортсмены из Мытищ победители на соревнованиях по акробатическому рок-н-роллу


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Карен Хачанов

Хачанов и Калинская выступят на турнире в Вашингтоне, который пройдет во время Олимпиады


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Величие российских рек: Круиз на теплоходе Александр Невский





Путин в России и мире
Москва

В Кремле раскрыли тему переговоров президентов России и Конго


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил о нежелании затягивать конфликт из-за больших потерь ВСУ


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анна Нетребко

Нетребко осталась без мужа — браку оперной дивы пришел конец



Москва

Воспитанник детской школы искусств вошел в число одаренных детей Подмосковья

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net