Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2021

Новости за 12.10.2021

კიევის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკი დეკემბრამდე დატოვა შინაპატიმრობაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სასამართლომ 12 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, პრორუსული ორიენტაციის კანონმდებელი ვიქტორ მედვედჩუკი დეკემბრამდე დატოვოს შინაპატიმრობაში მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გააფართოვა მის წინააღმდეგ გამოძიება. პროკურატურა ითხოვდა მედვედჩუკის გადაყვანას შინაპატიმრობიდან წინასწარ პატიმრობაში. მაგრამ კიევის პეჩორსკის საოლქო სასამართლომ არ მიიღო ეს მოთხოვნა და მედვედჩუკი 7 დეკემბრამდე დატოვა შინაპატიმრობაში. გასულ კვირაში ვიქტორ მედვედჩუკს, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატსა და კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქს... Читать дальше...

“ ჯანდაცვის სამინისტრო ანგრევს სამედიცინო ეთიკას” - უშველის 8 ლარიანი ბონუსები ჩავარდნილ ვაქცინაციას?

Radiotavisupleba.ge 

„ ექიმისადმი უნდობლობას კიდევ უფრო რომ აჩენენ მაგას ვერ ხვდებიან ?” „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გამიზნულად ანტივაქსერულ კამპანიას აწარმოებენ“ “ როგორ გააკონტროლებენ ვინ რამდენი გადმოიბირა?!” “სამარცხვინო შემოთავაზება! არა მგონია რომელიმე ჩემს კოლეგას მოეწონოს ეს შემოთავაზება. რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. შეიძლება მინდა უფრო დიდი ხელფასი, მაგრამ ამ ფორმით არავითარ შემთხვევაში!” და ა.შ - ასე გააკრიტიკეს ფეისბუკზე ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც ექიმების წახალისებას ეხება. Читать дальше...

დე ფაქტო სანიტარული სამსახური შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს "წითელ ზონაში," ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია სააგენტო რესს, დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა ინფექციონისტმა ელეონორა ჯიოევამ მიაწოდა. ექიმის თქმით, საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ამჟამად 89 პაციენტი მკურნალობს, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარული სამსახური ყოველდღე, ინფიცირების ათეულობით ახალი შემთხვევების შესახებ იუწყება. სანიტარული... Читать дальше...



დე ფაქტო „კა-გე-ბე" ე.წ საზღვრის დამრღვევთა 9 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეების წილი მხოლოდ 10 პროცენტია ე.წ დამრღვევებს შორის სტატისტიკაში, რომელიც დე ფაქტო „კა-გე-ბე"-მ გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ საზღვრის და სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით 296 პირი დააკავეს. (2020 წლის 9 თვეში 360 იყო) - ამ ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს. „კა-გე-ბე"-ს პრესსამსახურის მონაცემებით, მათგან 115 (2020 წელს 157) სახელმწიფო საზღვრის დამრღვევია, 181 კი (2020 წელს 203) სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევია. Читать дальше...

გაუპატიურებისა და წამების 40 გიგაბაიტი ვიდეო რუსეთის ციხეებიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსმა უფლებადამცველებმა პროექტ Gulagu.net-იდან განაცხადეს, რომ, ერთ-ერთი პატიმარ-პროგრამისტის დახმარებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა რუსეთში გადაღებული ციხის წამების ვიდეოების უდიდესი არქივი.

ელისაშვილი სააკაშვილზე: მთლად ეგეთი გამბედავიც თუ იყო, არ მეგონა, სხვა წარმოდგენა მქონდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაბრუნება შეაფასა „პალიტრანიუსის“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. „სააკაშვილს იმაზე მეტი გამბედაობა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა, რაც მართალია, მართალია, თუმცა, მეორე მხრივ, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო როგორც შემოვიდა. ის ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, ორჯერ იყო ამ ქვეყნის, სახელმწიფოს პრეზიდენტი და ორჯერ იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რაღაცა მწვანილის „იმით“ რომ შემოიპარები, ჩემი აზრით... Читать дальше...

პუტინმა და ფაშინიანმა წელს მეოთხედ გამართეს შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი წელს მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და ვითარებაზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი არ არის ბოლომდე მოგვარებული. სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ რუსეთი, რომელიც ყარაბაღის საკითხის მოგვარების ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა, კონფლიქტის დარეგულირებაში საკვანძო როლს თამაშობს. პუტინმა თქვა, რომ ფაშინიანთან პირადი შეხვედრების პროდუქტიულობაში არის დარწმუნებული მიუხედავად იმისა... Читать дальше...

სახალხო დამცველი ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის გავრცელებას

Radiotavisupleba.ge 

ომბუდსმენი განცხადებას აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ. ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის... Читать дальше...



იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ითხოვს ექიმთა ჯგუფის გამოყოფას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს იუსტიციის სამინისტრო. როგორც ის აღნიშნავს, მისი მიზანია საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. იუსტიციის სამინისტრო მიმართავს თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა... Читать дальше...

პარლამენტარებმა ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისში მთავრობის მოქმედებებს სერიოზული ჩავარდნა უწოდეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტარებმა პანდემიის დასაწყისში მთავრობის მოქმედებებს უწოდეს სერიოზული ჩავარდნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. სპეციალური ანგარიშის ავტორები არიან პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის წევრები. ანგარიშს ეწოდება „კორონავირუსი: ნასწავლი გაკვეთილები“. ორივე კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობენ პარლამენტის ყველა პარტიის წარმომადგენლები. როგორც BBC იტყობინება, 150-გვერდიან დოკუმენტში მოცემულია ხელისუფლების მოქმედებების შეფასება... Читать дальше...

"ნატოსკენ სვლის განახლება" - რას უყურებს და რას ხედავს კრემლი საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში არ ცხრება ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაჭერის ფაქტთან თუ მოვლენების სავარაუდო განვითარებასთან დაკავშირებით.

უკრაინის „ევროპული პერსპექტივა“ და გზავნილი მოსკოვიდან

Radiotavisupleba.ge 

600 მილიონი ევროს მოცულობის დახმარება და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ მიმართული სამი მნიშვნელოვანი შეთანხმება - ასეთია კიევში გამართული ერთდღიანი ევროკავშირ-უკრაინის 23-ე სამიტის მთავარი შედეგი, რომელმაც მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო ამბიციური განაცხადის გაკეთებისკენ უბიძგა. „მოველით, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა და წევრი სახელმწიფოები გაბედულებას და წინდახედულებას გამოიჩენენ უკრაინის, როგორც ევროპული სივრცის განუყოფელი ნაწილის დასანახად. ევროპული პერსპექტივის მიცემა უკრაინისთვის... Читать дальше...

ზურაბიშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ილაპარაკა

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს შესახებ. ღონისძიება ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ მონაცემები არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება... Читать дальше...

თამარ კაკაბაძე ამომრჩევლის აქტიურობაზე - "ბათუმსა და ზუგდიდში ამომრჩევლებმა თავიანთი მისვლით გადატეხეს გაყალბების მექანიზმი"

Radiotavisupleba.ge 

"საოლქო კომისიებმა არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილეს", - აცხადებს პარტია "დროას" წევრი, თამარ კაკაბაძე და მათი სასამართლოში გასაჩივრების პროცესის გარდა ხაზს უსვამს ამომრჩევლის აქტიურობის მნიშვნელობას, როცა, მისი თქმით, გაყალბების მექანიზმი ვეღარ წვდება ოპოზიციური ამომრჩევლის რაოდენობას.

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა 2014 წელს დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ კატასტროფისთვის

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, იკისროს პასუხისმგებლობა 2014 წლის ზაფხულში დონბასის თავზე მალაიზიის სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფისთვის. ამის შესახებ საუბარია უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში. სამიტი დღეს გაიმართა კიევში. ევროკავშირის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერებმა მოსკოვს ასევე მოუწოდეს, ყოველი ღონე იხმაროს, რათა ავიალაინერის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებელნი მართლმსაჯულებას გადაეცნენ. გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და აღნიშნეს მინსკის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობა. Читать дальше...

ოსკარზე საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი". „მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეა. ქართველი მოჭიდავე კახი ნიუ-იორკში ჩადის, რომ თამაშზე დამოკიდებულ შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომლისთვისაც ეს, „ხარება და გოგიას” შემდეგ, რიგით მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. Читать дальше...

ინტერვიუ ზურა დათუნაშვილთან: პრობლემები, რაც საქართველოში მქონდა, მოტივაციად ვაქციე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელით ორჯერ ევროპის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა საქართველო 2019 წელს დატოვა. სერბეთის სახელით  წელს მან სამი მედალი მოიპოვა: გახდა ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი.

საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხს დააყენებს

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება. საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. საქართველო გეგმავს, მწვავედ დასვას რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის „დელიმიტაცია-დემარკაციისა“ და სოფ. Читать дальше...

თამარ კაკაბაძე: „დროა“ აპირებს, საარჩევნო საქმე სტრასბურგში წაიღოს

Radiotavisupleba.ge 

პარტია „დროას“ წევრმა თამარ კაკაბაძემ რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ საარჩევნო დავების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი არ აქვს, რომ პარტიის მიერ დაწყებული სასამართლო დავა სამართლიანი შედეგით დასრულდება. საქალაქო სასამართლომ პარტიის მოთხოვნა სადავო უბნების გადათვლის შესახებ, არ დააკმაყოფილა. ჯერი ახლა სააპელაციო ინსტანციაზეა. თამარ კაკაბაძემ „საღამოს საუბრებში“ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ დონეზე „დროას“ სარჩელების სასამართლო განხილვები დასრულდება, პარტია საქმეს სტრასბურგში წაიღებს. Читать дальше...


Музыкальные новости
Виктор Цой

Гитаристов зовут играть Цоя. Массовый флешмоб устроят в Чите





Персональные новости
Пулково

В Пулково задерживаются шесть рейсов





სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს ოკუპაციის საკითხზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში ვიზიტის დროს ამ ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დენ ბელენს ოკუპაციასთან დაკავშირებით გამოხატული სოლიდარობის გამო მადლობა გადაუხადა. საჯარო მადლობა პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგის დროს გააჟღერა. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რომელიც გამოხატული იყო ავსტრიის მიერ ამ წლების განმავლობაში. სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის იმ ქვეყნისგან, რომელმაც თავად განიცადა, თუ რას ნიშნავდა ოკუპაცია. Читать дальше...

WHO გვირჩევს, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს COVID-19-ის დამატებითი ვაქცინა გაუკეთდეთ

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა რჩევა, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებითი ვაქცინა გაუკეთდეთ. იმუნიზაციის საკითხებში WHO-ს სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის აზრიით, არსებობს მაღალი რისკი, რომ ეს ადამიანები დაავადების მძიმე ფორმით დაავადდნენ და რომ ამ ადამიანების შემთხვევაში სტანდარტული ვაქცინაცია შეიძლება საკმარისი არ იყოს. 60 წელზე უფროს ადამიანებს, რომლებიც ჩინური ვაქცინებით, Sinovac-ით და Sinopharm-ით არიან აცრილი, ურჩევენ, პირველადი ვაქცინაციიდან ერთ-სამ თვეში მესამე დოზა მიიღონ. Читать дальше...

NGO-ების განცხადებით, სააკაშვილის მიმართ იკვეთება პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. განცხადებაში აღნიშნულია სასამართლო სისტემის პოლიტიზების მაღალი ხარისხის შესახებ. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ წლების განმავლობაში, მათ შორის, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას, მართლმსაჯულების სისტემა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდა. ძალიან ხშირად, მმართველი პოლიტიკური ძალა სრულად უგულებელყოფდა ადგილობრივი და საერთაშორისო... Читать дальше...

ისევ უარი? დიაბეტის მქონე ბავშვები სახელმწიფოს პასუხის მოლოდინში

Radiotavisupleba.ge 

„იმედი გვქონდა, რომ სახელმწიფო, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის ე.წ. CGM სისტემას დაგვიფინანსებდა. ახლა კი გვაქვს განცდა, რომ შვილები ჩვენც მოვატყუეთ და სახელმწიფომაც“, - გვეუბნება ნანი გოგიაშვილი, 15 წლის ანას დედა. ანას რამდენიმე წელია ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს და სისხლში შაქრის მუდმივად გაზომვის გარეშე გარეთ გასვლასაც კი ერიდება. ერთხელ, როცა საზომი ჩხირები გამოელიათ და ის დათქმულ ვადაზე ადრე მოითხოვეს, სახელმწიფოსგან უარი მიიღეს. ანა მაშინ ისე გაბრაზდა, თქვა: „მე არ ვარ ამ ქვეყნის მათხოვარი... Читать дальше...

რუსეთის თქმით, წინსვლა არ შეინიშნება აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლების თქმით, წინსვლა არ შეინიშნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მისი მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგით მესამე პირთან, ვიქტორია ნულანდთან, სასარგებლო იყო, მაგრამ მან შესაძლო გაუარესების თაობაზე გამოთქვა შიში. „ძალზე მცირე წინსვლაა პრობლემების არსობრივ ნაწილში“, იმოწმებს რიაბკოვს „ინტერფაქსი“. Читать дальше...

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს რეკომენდაციებით მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

დღეს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის 54-ე რაუნდი დაიწყო.  არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს პირველად მიმართა და მათ მოქალაქეების უსაფრთხოების და უფლებების დასაცავად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

Спорт в России и мире
Москва

Рок-версия гимна Белогорска прозвучала на масштабном рок-н-мобе


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Борис Беккер

«Наконец-то всё началось». Борис Беккер побывал на матче открытия Евро-2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию





Путин в России и мире
Москва

Эрдоган сообщил, что Фидан и Путин обсудили выборы в курдских районах Сирии


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Вячеслав Бутусов

На «САМ.ФЕСТ» в Самаре выступили Вячеслав Бутусов и Пелагея



Москва

Тяжелое заболевание появилось у жителей российского города после употребления готовой еды

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net