Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2021

ბოკუჩავა: მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს

0
ბოკუჩავა: მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს იხდის რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდა თინა ბოკუჩავა, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მე დავინახე მიშა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ქართველ ხალხს. მიშა, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული საკუთარ ქვეყანაზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნავს. არა საკუთარ თავზე, არა კომფორტზე, პრივილეგიასა და თანამდებობაზე“, - თქვა ბოკუჩავამ.

დეპუტატს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობის შესახებაც ჰკითხეს.

„მე ძალიან ვეცადე, ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად და არის პოლიტიკური პატიმარი. მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილება არის, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ელოდა დაპატიმრებას.

„დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილის მოლოდინი იყო, რომ მას დააპატიმრებდნენ. მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ეს საფრთხე და მიუხედავად საფრთხისა, მან მიიღო ჩამოსვლის გადაწყვეტილება. მან ჩათვალა, რომ ახლა ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ საბოლოო გამარჯვებისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ“, - აღნიშნავს პარლამენტის წევრი და ამატებს, რომ სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. ის დეტალებზე არ საუბრობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის ამჟამად იმყოფება რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გასულ ღამით, სააკაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველს აცნობა, რომ შიმშილობას აცხადებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В этом году в ТиНАО будет благоустроено несколько больших зон отдыха


Спорт в России и мире
Москва

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA "кинул" Рыбакину и Швентек


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Европа вздохнула, Индийский океан зажёгся: Новая газовая стратегия Москвы и Тегерана





Путин в России и мире
Москва

Песков: собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном, уже адаптируются в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к лидеру Туркменистана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве переполох: Зеленский ищет способы слиться из-за фиаско Байдена на дебатах с Трампом


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певец Алекс Анохин стал участником III Всероссийской музыкальной ассамблеи



Москва

Пустышка вместо вакцины: Расследование ФСБ. Русская вакцина для армии оказалась фейком?

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net