COVID 19: საქართველოში აღირიცხა 4901 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი
![COVID 19: საქართველოში აღირიცხა 4901 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი](https://gdb.rferl.org/21288AB5-34D7-426B-AD7B-581DA7447F1D_w800_h450.jpg)
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4 901 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 4 743 იყო, 46 389 ტესტის ჩატარების ფონზე.
Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 723-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 586-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 442 956-ს მიაღწია.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 74 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 7 273 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფ პირთა რიცხვი 3 499-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 46 595 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 27 813, PCR ტესტი - 18782.