Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Август
2021

Новости за 08.08.2021

აგვისტოს ომის 13 წლისთავი - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 აგვისტოს

Radiotavisupleba.ge 

გლოვა და პოლიტიკური განცხადებები ომიდან 13 წლისთავზე 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის არა გლოვის არამედ „მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ“. „შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს... Читать дальше...

ებრაჰიმ რაისიმ ირანის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი სტრუქტურის ხელმძღვანელი

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თავის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი მძლავრ სახელმწიფო კონგლომერატ "სეთადის" ხელმძღვანელი მოჰამად მოხბერი, დანიშნა "სეთადი", ანუ იმამ ხომეინის ბრძანებების შესრულება, ირანის ისლამური რესპუბლიკის ფუძემდებლის, აიათოლა ხომეინის საპატივცემულოდ ეწოდა კონგლომერატს, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შავ სიაშია შეტანილი. "სეთადი" 1980-იანი წლების ბოლოს შეიქმნა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის დროს კონფისცირებული კერძო საკუთრების სამართავად.... Читать дальше...

ასკარ აკაევმა ყირგიზებს „კუმტორის“ საქმის გამო პატიება სთხოვა და მოსკოვში გაფრინდა

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის პირველმა პრეზიდენტმა, ასკარ აკაევმა, რომელიც მოსკოვში 16 წლიანი დევნილობის შემდეგ 2 აგვისტოს ჩვენების მისაცემად პირველად ჩავიდა სამშობლოში, 8 აგვისტოს ქვეყანა დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს აკაევის თანამოაზრემ, ექსმინისტრმა, ბეკბოლოტ ტალგარბეკოვმა აცნობა, რომლის თქმით აკაევმა მოსკოვში წასვლის წინ მოსახლეობას ვიდეომიმართვით პატიება სთხოვა „კუმტორის“ საქმეზე. აკაევმა ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყირგიზეთში მისი ჩასვლა... Читать дальше...



რუსეთში ხანძრების გამო ორი სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს იაკუტიის რეგიონში მძვინვარე ხანძრის გამო 8 აგვისტოს ორი სოფლის, კალვიცისა და ხარიალახის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიის წინააღმდე ბრძოლის ოპერატიული შტაბის თანხმად მთლიანად ტყის ხანძრების საფრთხის ქვეშ იმყოფება იაკუტიის ექვსი რაიონის 13 დასახლებული პუნქტი. სულ დაფიქსირებულია ხანძრის 155 კერა, აქედან განვლილი დღე-ღამის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა შეძლეს 11 ხანძრის კერის ლიკვიდრება, 9-ის ლოკალიზება, მაგრამ ამასობაში ვრცელდება ცნობა ტყის ახალი 7 ხანძრის კერის გაჩენის შესახებ. Читать дальше...

ბელარუსის სკოლებში პროგრამიდან ამოიღეს ალექსანდრ სოლჟენიცინისა და სვიატლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებები

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში რუსული ლიტერატურის საგანში უფროსკლასელთა სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს ნობელის პრემიის ლაურეტი მწერლების, ალექსანდრ სოლჟენიცინისა და სვიატლანა ალექსიევიჩის ნაწარმოებები. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ალექსანდრ სოლჟენიცინის, ვლადიმირ ნაბოკოვის და ვიქტორ ნეკრასოვის მოთხრობები გაერთიანებული იყო სასწავლო თემატიკაში „დისიდენტური ლიტერატურის ადგილი და როლი ლიტერატურულ პროცესში“. საბჭოთა გულაგების შესახებ სოლჟენიცინის მოთხრობისთვის „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ სამი აკადემიური საათი იყო გამოყოფილი. Читать дальше...

ღარიბაშვილი: კოვიდსაბჭოზე ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე

Radiotavisupleba.ge 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება იმსჯელებს გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას, არამედ მარტივ რეგულაციებზე, როგორიცაა პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა ან, ასეთის შემთხვევაში, PCR ტესტების ვალდებულება. „შევდივართ რა აქტიურ საარჩევნო ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი აიცრა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. „ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასამარცხებლად არის ვაქცინაცია!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა: „4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, თუმცა ამის მიუხედავად რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი. დღეს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოსახლეობას... Читать дальше...

კუბის ხელისუფლებამ ეკონომიკის ცალკეულ სექტორში ლეგალური გახადა კერძო მცირე და საშუალო ბიზნესი

Radiotavisupleba.ge 

კომუნისტური კუბის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააფართოოს სია ეკონომიკის სექტორებისა, რომელშიც კერძო ბიზნესს შეუძლია მუშაობა. კუბის ოფიციალურ გაზეთ „გრანმას“ ცნობით, ამჟამად ბიზნესმენებს უფლება აქვთ 127-ის ნაცვლად 2000-ზე მეტი სახეობის საქმიანობით დაკავდნენ. გადაწყვეტილება კუბაში მიღებულია ამერიკული სანქციების ზეწოლისა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ქვეყნის მზარდი ეკონომიკური კრიზისის ფონზე. კუნძულოვან სახელმწიფოში ეკონომიკური ლიბერალიზაცია დაიწყო 2010 წელს, მაგრამ კერძო ბიზნესისათვის საქმიანობა... Читать дальше...



გორს ქარიშხალმა გადაუარა

Radiotavisupleba.ge 

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი კორპუსის სახურავია დაზიანებული, გარდა ამისა, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოგლეჯილია ხეები. ჩოჩიშვილის ქუჩაზე წაქცეულმა ხემ გზა გადაკეტა. სამაშველო სამსახური ახლა გზის გასუფთავებაზე მუშაობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარიშხალი იყო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენშიც, სადაც ხეებია მოგლეჯილი.

ომის წლისთავი „გვახსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ - კობახიძე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავს და მაშინდელ ხელისუფლებას მოღალატეს უწოდებს. „ეს დღე [ომის წლისთავი] გვახსენებს ნაციონალური მოძრაობის ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა“, - წერს კობახიძე საკუთარ ფეისბუკზე და ამატებს: „უნდა გვახსოვდეს ნაციონალური მოძრაობის ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი... Читать дальше...

„სანიტარული დიქტატურის“ წინააღმდეგ საფრანგეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ათეულათასობით ადამიანი გამოვიდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით შაბათს გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომელიც „სანიტარული დიქტატურის“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ასე მოიხსენიება უკმაყოფილო მოსახლეობაში მთავრობის მიერ შემოღებული სავალდებულო საშვთა სისტემა, რაც მოქალაქეებს ავალდებულებს, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრებისთვის თან იქონიონ კოვიდის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატები ან უარყოფითი პისიარ ტესტები. სავალდებულო ნორმები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაამტკიცა. Читать дальше...

„მერე რა?“ - ღარიბაშვილის პასუხი ხალხმრავალ სუფრაზე დასწრებაზე

Radiotavisupleba.ge 

„მერე რა?“ - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ქეიფი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევა. საქართველოში კორონავირუსის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად, პრემიერი ღარიბაშვილი ჩავიდა ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ოჯახის ხალხმრავალ წვეულებაზე, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება და მწვავე რეაქციები გამოიწვია. 7 აგვისტოს გრძელ სუფრებთან შეკრებილ ადამიანებს არც პირბადეები ეკეთათ და არც უსაფრთხოებისთვის დაწესებულ დისტანციას იცავდნენ. Читать дальше...

სენატორი ჯინ შაჰინი: არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დემოკრატი წევრი ჯინ შაჰინი ტვიტერზე ეხმიანება აგვისტოს ომს და წერს, რომ არ დაივიწყებს რუსეთის შეჭრას საქართველოში 13 წლის წინ. „13 წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, რითაც დაიწყო ხანგრძლივი კონფლიქტი საქართველოსთან. ამით, ასევე, დაიწყო პუტინის ომი დემოკრატიასთან. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შემოჭრას და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - წერს ჯინ შაჰინი.

უნგრეთში 30 დღეში ამოქმედდება ახალი ლგბტ-კანონი ახალი შეზღუდვებით

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის ხელისუფლების ახალი დადგენილების თანახმად, ივნისში დამტკიცებულ სადავო ლგბტ-კანონით განსაზღვრულ შეზღუდვებს დაემატა „ჰომოსექსუალობისა“ და „სექსუალური იდენტობიდან გადახრის“ გამომხატველი პროდუქციის ჩვენება და გაყიდვა ეკლესიებიდან, სკოლებიდან და სხვა საბავშვო დაწესებულებებიდან 200 მეტრის სიახლოვეს. 6 აგვისტოს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო დადგენილება 30 დღეში შევა ძალაში. უნგრეთის ხელისუფლების ამ ნაბიჯის პასუხად „ამნესტი ინტერნეშენალის“ ბუდაპეშტის ოფისმა 7 აგვისტოს გაავრცელა განაცხადება... Читать дальше...

ცესკომ 50 პარტიის საარჩევნო ნომერი დაადგინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ნომრები მიანიჭა 50 პარტიას. 1 - მესამე ძალა 2 - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 3 - ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა 4 - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 - ევროპელი დემოკრატები 7 - ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები 8 - დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 9 - ლელო 10 - შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია 11... Читать дальше...

TI და ISFED ტოვებენ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ ტოვებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს.  „საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას“, - აცხადებენ ორგანიზაციები. საქართველოს საარჩევნო კოდექსში 2021 წლის ივნისში შეტანილი ცვლილებებით, არჩევნების დანიშვნის... Читать дальше...

თალიბანი აცხადებს, რომ ბრძოლების შედეგად ხელთ იგდეს პროვინცია ყუნდუზის დედაქალაქი

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტული დაჯგუფება თალიბანი აცხადებს, რომ 8 აგვისტოს მისმა შეიარაღებულმა რაზმებმა დაიპყრეს ყუნდუზის პროვინციის დედაქალაქი ყუნდუზი და მთლიანად აკონტროლებენ ქალაქს, რომელშიც 370 000 ადამიანი ცხოვრობს. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თალიბებმა შეძლეს კონტროლის დამყარება ქალაქის რამდენიმე მნიშნელოვან ნაწილზე, საიდანაც სამთავრობო ჯარები ექსტრემისტების უკუგდებას ცდილობენ. ყუნდუზის პროვინციის საბჭოს წევრმა გულამ რაბანი რაბანიმ რადიო თავისუფლებას უთხრა... Читать дальше...

ბორჯომში, მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Radiotavisupleba.ge 

ბორჯომში, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირი ანტონ მაისურაძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი სოსო ხითარიშვილი მუხლის შეცვლას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ მაისურაძემ ჩაიდინა არა მკვლელობა, არამედ აუცილებელი მოგერიება. მისი თქმით, მაისურაძესთან სახლში - „უმნიშვნელო წყენის გამო“ მისი მოკვლის მიზნით - მივიდა „კბილებამდე შეიარაღებული“ ლევან ნამგალაძე, მისი ბავშვობის მეგობარი. მაისურაძემ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ნამგალაძემ, მეტსახელად „მჭიდომ“... Читать дальше...

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე პრემიერ-მინისტრი გორში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომში დაღუპულთა მემორიალი გორში გვირგვინით შეამკო და გორი-ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მიერ დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. "ჩვენმა სამხედროებმა, პოლიციელებმა, ექიმებმა და მოქალაქეებმა, რომელთაც თავიანთი ქალაქი არ დატოვეს, იმ ოკუპაციის პირობებში აქ იყვნენ, ასევე ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ მათთან ერთად, ყველამ შევძელით იმ სიმძიმის გადატანა, რასაც ომის საშინელება ეწოდება. Читать дальше...


Музыкальные новости
Бато Багдаев

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии





Персональные новости
Бато Багдаев

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир бурятской сказки, которое не оставит равнодушным ни одного зрителя





პრეზიდენტი: დღეს არა გლოვის დღე, არამედ ჩვენი მომავლის, იმედის დღე უნდა იყოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ 8 აგვისტო, ისევე როგორც 9 აპრილი, არა გლოვის, არამედ იმედის დღეა. „არ ვფიქრობ, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი გლოვის დღე უნდა იყოს, რადგან ეს არის ჩვენი მომავლის, იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მისივე თქმით, შეიძლება საზოგადოება ვერ ხედავს გზას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მაგრამ ეს გზა არსებობს... Читать дальше...

გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ქვემო ალვანში

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში თანასოფლელებმა, ოჯახის ნათესავებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს. გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების... Читать дальше...

მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს - ღარიბაშვილი აგვისტოს ომზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს“, - ამბობს ღარიბაშვილი და იქვე ამატებს: „მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ“. მუხათგვერდის ძმათა... Читать дальше...

გახარია: უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციაზე ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დეოკუპაცია და დებორდერიზაცია ზეპარტიული საკითხებია. „იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია“... Читать дальше...

გორში აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

Radiotavisupleba.ge 

აგვისტოს ომის 13 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში, 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინების შემკობით გაგრძელდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ ვერხვების დევნილთა დასახლებაში ძმებ რომელაშვილების ხსოვნის მემორიალთან მივიდნენ, შემდეგ კი იმ კორპუსებთან გადაინაცვლეს, რომლებიც 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. "ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ დაღუპულთა ოჯახებს... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსის 3344 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 969ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3344 შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ის თანახმად, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 11,96%; ბოლო 7 დღის - 9,64%​; ბოლო 14 დღის - 8,62%​. ბოლო დღე-ღამეში 3376-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 15 მარტიდან გაკეთებულია 626 343​აცრა.  2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Большой шлем

«Надо чем-то жертвовать». Арина Соболенко отказалась ехать на Олимпиаду в Париже


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Evanescence

Сооснователь Evanescence гитарист Бен Муди выпустил ремикс их трека Haunted



Москва

Владимир Ефимов: Крупный образовательный комплекс построят в Щербинке

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net