Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

დღეს ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 აპრილს

0

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 29 აპრილს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.

ნიკა მელიას დაცვის მხარე ამ პროცესზეც წინას მსგავსად მის გათავისუფლებას მოითხოვს. ექნება თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე შუამდგომლობა, ეს უცნობია.

გუშინ საპატიმროში მყოფი მელია მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა მოინახულა.

„მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე, გიორგის [რურუას] გარდა, ასევე ვნახავთ ნიკასაც, რომელიც თავისუფალი იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა. "მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. და ჩვენ მასთან ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად", - თქვა მან მელიას მონახულების შემდეგ.

ნიკა მელიას გათავისუფლების მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით ხელმოწერილ შეთანხმებაში ჩაიდო მუხლი 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ. თუმცა ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საკითხად რჩება ვის და რა შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ამნისტიის კანონი.

თუკი სადავო ამნისტიასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ ვითარებას გადავხედავთ, მელიას რუსთავის ციხეში კიდევ რამდენიმე კვირის გატარება მოუწევს და მინიმუმ ამდენივე ხნით გადაიდება „ნაციონალური მოძრაობის“ სავარაუდო შესვლა პარლამენტში. პარტიას შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

სიახლეს მელიას ადვოკატები არც დღეს დანიშნულ სასამართლო პროცესზე მოელიან. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წრეებში სულ უფრო ძლიერდება მოსაზრება, რომ ნიკა მელიამ საპატიმრო ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაოს მექანიზმით უნდა დატოვოს და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში უნდა გააგრძელოს.

რისთვის მუშავდება ამნისტიის კანონპროექტი - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

"ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია - ვის ეხება და რა შემთხვევაში

გუშინ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელი 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე მხოლოდ ოპოზიციის შემუშავებული დოკუმენტი მოიპოვა.

კანონპროექტის მიხედვით, ნასამართლეობა მოეხსნება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც უკვე ბრალდებულია ან მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა - ბრალდებულია ნიკა მელია და ბრალდებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი;

333-ე მუხლი - ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება თანამდებობის მქონე პირის მიერ. კანონპროექტში დათქმა, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფ პირებზე - ამ ეტაპზე ბრალდებულია 3 სამართალდამცავი;

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე: ხულიგნობაზე, პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებზე, რომელიც ჯერ არ არის გადახდილი;

სხვა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზეც გავრცელდება ამნისტია იმ პირებზე, რომლებსაც არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ზემოთ ჩამოთვლილი მუხლებით;

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული პირების გასათავისუფლებლად აუცილებელი იქნება დაზარალებულების თანხმობა.

კანონპროექტის მიხედვით როგორ მოხდება მისი აღსრულება? - წაიკითხე მეტი აქ.

 

 

„სინოფარმის“ ვაქცინის აკრედიტაციის საკითხს ჯანმო დღეს გადაწყვეტს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ დღეს ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ.

27 აპრილს „სინოფარმზე“ რეგისტრაცია გაიხსნა საქართველოში 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის პორტალზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 15 22. მისი გამოყენება 5 მაისიდან დაიწყება. ქვეყანაში შემოსულია ამ დასახელების ვაქცინის 100 000 დოზა.

„სინოფარმს“ მინიჭებული აქვს უნგრეთის „მკაცრი მარეგულირებლის” ავტორიზაცია და სწორედ უნგრეთი იყო ევროკავშირში პირველი ქვეყანა, რომელმაც მისი გამოყენება დაიწყო.

წაიკითხე მეტი აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ტიკარაძე: დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში

ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს

 

 

მთავრობამ ნამახვანჰესის საკითხზე დისკუსიაში ჩართვისთვის ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნამახვანჰესის საკითხზე არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება, - აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს. სამინისტროები მიიჩნევენ, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისათვის და ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

„მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის,“ - ნათქვამია წერილში.

წაიკითხე მეტი.

 

 

სასამართლომ PHR-ს უარი უთხრა: ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენი ისევ ვერ შევა

სასამართლოსგან უარია - საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნაზე მოსარჩელე ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განჩინება 27 აპრილს ჩაბარდა.

სასამართლომ, ფაქტობრივად თქვა, რომ „სახალხო დამცველის პანსიონში არშეშვება არ ნიშნავს იმას, რომ თავშესაფარში ბავშვთა უფლებები ირღვევა და ბავშვთა მიმართ ძალადობა ხდება. შენიშვნა: წარდგენილი გვქონდა ომბუდსმენის 2015-2018 წლის ანგარიშები სადაც ბავშვებზე ძალადობის მძიმე ფორმებია აღწერილი. ამ წყაროს გარდა არანაირი წყარო არ გვაქვს, რადგან იქ არავის უშვებენ“, - ამბობს ადვოკატი ანა არგანაშვილი.

ორგანიზაცია PHR-მა სასამართლოს გზით ბრძოლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს უშვებენ და არც სახელმწიფო სოციალურ მუშაკს.

წაიკითხე მეტი.

 

 

ევროპარლამენტარები რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას და სხვა მკაცრ ზომებს მოითხოვენ

ევროპის პარლამენტი გამოდის წინადადებით, უკრაინაში „შეჭრის“ შემთხვევაში რუსეთი გამოითიშოს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და შეწყდეს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის მიღებაც 29 აპრილს არის დაგეგმილი პლენარული სხდომის შემდეგ.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპის პარლამენტი „ხაზს უსვამს, რომ თუკი მომავალში შეიარაღებული ძალების ასეთი თავმოყრა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრაში შეიძლება გადაიზარდოს, ევროკავშირმა ნათელი უნდა გახადოს, რომ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ასეთ დარღვევას მაღალი საფასური მოჰყვება; ამიტომ მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყდეს რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი, რუსეთი გარიცხულ იქნეს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების ყველა აქტივი უნდა გაიყინოს და მათი ვიზები გაუქმდეს“, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

წაიკითხე მეტი.

 

 

ღამის გასათევი 2 დოლარად! ბათუმში ოთახების იაფად გაქირავების იმედად არიან

საქართველოს შავიზღვისპირეთის სასტუმროების მფლობელები იმედოვნებენ, რომ უზარმაზარი ფასდაკლებები გამოაცოცხლებს ბათუმის განადგურებულ ტურისტულ მრეწველობას.

სანაპიროს გასწვრივ, პლაჟთან მიმდებარე ყველაზე პრესტიჟულ არეალში, ბინების შოვნა ღამეში 12 დოლარად შეიძლება. თუ ეს ძალიან ეძვირებათ, ტურისტებს შეუძლიათ რამდენიმე ასეული მეტრით ქალაქის სიღრმეში შევიდნენ და იქ უკვე სულ 2 დოლარად იშოვონ ღამის გასათევი.

მაგრამ ტურისტები თითქმის არ ჩამოდიან. ბათუმმა დიდი აღმავლობა განიცადა, როგორც დასასვენებელმა ადგილმა, დაბალი და საშუალო ბიუჯეტიანი ტურისტებისთვის, უმეტესად რუსეთიდან. მაგრამ ერთი-ორმა დარტყმამ ტურიზმი მწყობრიდან გამოიყვანა.

წაიკითხე და ნახე მეტი ეიმოს ჩეპლის სტატიაში.

 

 

 

 

 

 

საქართველოში დაიწყო რეგისტრაცია ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის, თუმცა ჩინურ ვაქცინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ გაუვლიათ. რამდენად სანდოა ჩინური ვაქცინები, როგორია "სინოფარმის" ეფექტიანობა და ვის შეუძლია ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში? - ამ შეკითხვებზე გვიპასუხებს მედისონის ამბულატორიული ქსელის მრჩეველი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, მაკა ბულეიშვილი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: 17 московских стационаров работают в полностью цифровой среде


Спорт в России и мире
Москва

«Объединяем Россию!». Как столица отметит День молодёжи


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

В Беларуси отреагировали на неожиданное решение Арины Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Ганьшин: вместе с температурой в Москве растет и количество осадков





Путин в России и мире
Москва

Президент Конго Сассу-Нгессо прибыл в Москву на переговоры с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Белорусские рабочие будут строить АЭС в России




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова назвала заявление Киева о Крыме как военной цели «калькой с нацистской концепции»


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Прохор Шаляпин и Анастасия Волочкова устроили перформанс в бане



Москва

РИА Новости: глава «Уральских заводов» Мусин поставлял зарубежные рации

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net