Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

Новости за 28.04.2021

დღეს ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 აპრილს

Radiotavisupleba.ge 

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 29 აპრილს, 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული. ნიკა მელიას დაცვის მხარე ამ პროცესზეც წინას მსგავსად მის გათავისუფლებას მოითხოვს. ექნება თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე შუამდგომლობა, ეს უცნობია. გუშინ საპატიმროში მყოფი მელია მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა მოინახულა. „მე ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე, გიორგის [რურუას] გარდა... Читать дальше...

ევროკავშირი: ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სადეზინფორმაციო კამპანია

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირის თანახმად, ჩინეთმა და რუსეთმა გააძლიერეს „სახელმწიფოს ხელშეწყობით წარმოებული დეზინფორმაციის“ კამპანია, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო დასავლური ვაქცინებისთვის ჩრდილის მიყენებას და საკუთარის წინ წამოწევას ისახავს მიზნად. „ე.წ. ‘ვაქცინების დიპლომატია’ მისდევს ნულოვანი ჯამის თამაშის ლოგიკას“, რომლის მიზანია, „ძირი გამოუთხაროს დასავლური წარმოების ვაქცინებს, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ვაქცინაციის დასავლურ/ევროპულ სტრატეგიებს,“ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის... Читать дальше...

ზურა ჯაფარიძის თქმით, ლიეტუვა მედიატორის დახმარებით დააკვირდება შეთანხმების შესრულებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოპოზიციურ პარტიებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართა. როგორც  „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლიეტუვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის დახმარებით მიღწეული შეთანხმების შესრულებას დააკვირდება. „ლელო"-ს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლიეტუვა მიესალმება პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. „მათი მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი... Читать дальше...



გაფიცულებმა „რუსთავის აზოტი“ გააჩერეს

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავის აზოტის“ მუშაობა დღეს, 28 აპრილს, საღამოს გაჩერდა, მას შემდეგ, რაც საწარმოს ყველა საამქროს თანამშრომელი - 2 000-მდე ადამიანი გაიფიცა. შეჩერებულია ძირითადი პროდუქციის ამონიუმის გვარჯილის და ნატრიუმის ციანიდის წარმოება. გაფიცულები საწარმოს ტერიტორიაზე არ უშვებენ სატვირთო მანქანებს სარეალიზაციო პროდუქციის გამოსატანად. 28 მაისს, ნაშუადღევს, 300-მდე გაფიცულს საწარმოს დანარჩენი თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ კვლავ უარი უთხრა გაფიცულებს მოთხოვნაზე - ხელფასის 50 პროცენტით გაზრდაზე. Читать дальше...

რუსეთი ბრიტანეთსა და აშშ-ს „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში შეიყვანს, ამავე სიაში იქნება საქართველო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ხელისუფლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს ე.წ. „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში შეიყვანს. სიაში ასევე შევლენ ესტონეთი, ჩეხეთი, საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა, ასევე, სავარაუდოდ, ავსტრალია და კანადა. ამის შესახებ რუსეთის მედია იუწყება. ამ სახელმწიფოებს აუკრძალავენ რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საელჩოებსა და საკონსულოებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს სია პასუხია სხვა ქვეყნების მტრულ ქმედებებზე. Читать дальше...

სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს

Radiotavisupleba.ge 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ სამოქალაქო აქტივისტები. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ კიდევ უფრო მკაცრდება სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. „2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული... Читать дальше...

დედობა, ყველაფრის მიუხედავად - ორი ქალის ამბავი

Radiotavisupleba.ge 

ნათია და თიკო დედობას ზუსტად ისევე აღიქვამენ, როგორც ყველა სხვა ქალი: ბავშვთან გატარებული დროის სიხარული და პასუხისმგებლობა, კავშირი, რომელიც ჩვილის მუცელში ყოფნიდან დაიწყო. თუმცა საზოგადოება მათ დედებად ვერ ხედავს. ნათიას გონებრივი შეზღუდვა აქვს, თიკოს კი წლებია, რაც ბიპოლარული აშლილობა დაუდგინდა. ამ ქალებმა შეძლეს, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილზე ოცნების აეხდინათ, თუმცა ისინი უმცირესობაში არიან. ნათია 16 წლის იყო, თავი შეუძლოდ რომ იგრძნო. ვერ მიხვდა, რა დაემართა. მხოლოდ საავადმყოფოში მისულმა აღმოაჩინა, რომ ორი თვის ორსული იყო. Читать дальше...

„გრუს“ 2011 წლის დივერსია ბულგარეთში და მისი კავშირი საქართველოსთან  

Radiotavisupleba.ge 

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის პროკურატურა იძიებს ქვეყნის ტერიტორიაზე 2011-2020 წლებში მომხდარი აფეთქებების სერიასთან რუსეთის მოქალაქეების შესაძლო კავშირს.



ევროპარლამენტარები რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას და სხვა მკაცრ ზომებს მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ევროპის პარლამენტი გამოდის წინადადებით, უკრაინაში „შეჭრის“ შემთხვევაში რუსეთი გამოითიშოს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და შეწყდეს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის მიღებაც 29 აპრილს არის დაგეგმილი პლენარული სხდომის შემდეგ. რეზოლუციის მიხედვით, ევროპის პარლამენტი „ხაზს უსვამს, რომ თუკი მომავალში შეიარაღებული ძალების ასეთი თავმოყრა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრაში შეიძლება გადაიზარდოს, ევროკავშირმა ნათელი უნდა გახადოს, რომ საერთაშორისო სამართლისა... Читать дальше...

“ენკა” სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს - რისთვის დაჯარიმდა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია  „ენკა რინიუებლზი“ არ აპირებს  გაასაჩივროს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თალაკვაძის თქმით, „ოცნების" და ოპოზიციის ამნისტიის პროექტებს შორის დიდი განსხვავება არ არის

Radiotavisupleba.ge 

„შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერის შემდეგ ამნისტიის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებული პროექტები შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში. „ამნისტიასთან დაკავშირებით უმრავლესობის და ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს შორის დიდი განსხვავება არ არის, მით უმეტეს, აქ ოპოზიციამ თავისი ვერსია შეიმუშავა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვა, უფრო მეტად დესტრუქციულ ოპოზიციასთან გარკვეულ პოზას იჭერენ. ცდილობენ მათ, ვინც არ შემოვიდნენ პარლამენტში... Читать дальше...

ტიკარაძე: დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამართულ მოსმენაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის" შემოტანის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.    „აქ არის გარკვეული გაუთქმელობის პირობა, თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ფაიზერი“ იქნება ზაფხულში“, - თქვა ტიკარაძემ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. Читать дальше...

ღამის გასათევი 2 დოლარად! ბათუმში ოთახების იაფად გაქირავების იმედად არიან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შავიზღვისპირეთის სასტუმროების მფლობელები იმედოვნებენ, რომ უზარმაზარი ფასდაკლებები გამოაცოცხლებს ბათუმის განადგურებულ ტურისტულ მრეწველობას.

ამნისტია - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ?

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ დაპატიმრებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია - ის "ევროკავშირის გირაოს" იმ შემთხვევაში დაეთანხმება,  თუკი პარლამენტი აღარ განიხილავს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას.

"ამნისტიის კანონის" ოპოზიციის ვერსია - ვის ეხება და რა შემთხვევაში

Radiotavisupleba.ge 

დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის პარტიების მიერ შემუშავებული ორი დამოუკიდებელი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელი 2019 წლის 19-21 ივნისში მონაწილე პირების ამნისტიას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე მხოლოდ ოპოზიციის შემუშავებული დოკუმენტი მოიპოვა. ვისზე ვრცელდება კანონპროექტის მიხედვით, ნასამართლეობა მოეხსნება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც უკვე ბრალდებულია ან მსჯავრდებული სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 225-ე მუხლი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება... Читать дальше...

9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტზე გია გაჩეჩილაძე არ დაჯარიმებულა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მიუხედავად საჯარო განცხადებისა, რომ მომღერალ გია გაჩეჩილაძეს ევროპის მოედანზე მდგარი ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმებდნენ, ჯარიმა მის სახელზე გამოწერილი არ აქვს და მის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაკეთებული წარწერაც ადგილზეა. გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულვერიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს"... Читать дальше...

კრიტიკული ფეისბუკ კომენტარების გამო სოციალურ აგენტებს სანქციები ემუქრებათ

Radiotavisupleba.ge 

სოციალური მომსახურების სააგენტომ დისციპლინური წარმოება დაიწყო რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, რომლებმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკზე კრიტიკული კომენტარები დაწერეს. სოციალურ აგენტებს - რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ - გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება გამოუცხადონ საყვედური, ან გაათავისუფლონ სამსახურიდან. „ნებისმიერი [ფეისბუკ] კომენტარი არის ადამიანების აზრი და სააგენტოს ნაბიჯი ამ აზრის ჩახშობას და დასაქმებულთა დაშინებას ისახავს მიზნად. მათ უბრალოდ სურთ, რომ სოც. აგენტებმა არ ისაუბრონ ცუდ სამუშაო პირობებზე“... Читать дальше...

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ლიეტუვა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრებს მართავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი სტუმრობა დასტურია საქართველოსადმი არსებული მტკიცე მხრადაჭერისა და მეგობრობისა. „ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. Читать дальше...

ოპოზიციის კანონპროექტით, 20 ივნისის საქმის მონაწილეს ამნისტიაზე უარის თქმა შეეძლება

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პარტიების მიერ 2019 წლის 19-21 ივნისის საქმეებზე შექმნილი "ამნისტიის პროექტის" მიხედვით, პირს, რომელსაც ამნისტია შეიძლება შეეხოს, უარის თქმის საშუალება ექნება. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გათვალისწინებულია კანონპროექტის გასაჩივრების მექანიზმიც. "ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, პირადად ან მისი ადვოკატის მეშვეობით, მის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს... Читать дальше...


Музыкальные новости
Александр Розенбаум

"Звездач": певец Александр Розенбаум проиграл суды на 386 тыс. рублей





Персональные новости
МОК

МОК не допустил до Олимпиады сильнейших борцов и тхэквондистов из России





ჰასან როჰანი: ჯავად ზარიფის აუდიოჩანაწერი ვენის მოლაპარაკებებისთვის საზიანოდ გამოაქვეყნეს

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის გულწრფელი გამონათქვამების გასაჯაროება მიზნად ისახავდა „დაპირისპირების წარმოქმნას“ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის მიზანია 2015 წლის ხელშეკრულების განახლება. უშიშროების სამინისტრომ „ყოველი ღონე უნდა იხმაროს იმის დასადგენად, თუ ვინ მოიპარა ჩანაწერი“, განაცხადა როჰანიმ 28 აპრილს მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე. „სანქციების გაუქმებას მხოლოდ ერთობით შეიძლება მივაღწიოთ“, დასძინა მან. Читать дальше...

ტიკარაძე: ზოგ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგს 120 000 ლარი

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "მინისტრის საათის" ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ექიმების ყოველთვიური ანაზღაურება ასიმეტრიულია და ზოგ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგს 120 ათასი ლარი, რაც, მისი სიტყვებით, სამართლიანი არ არის. „ჩვენი ექიმების ანაზღაურება არის რადიკალურად ასიმეტრიული და თანხები, ახლა რომელსაც მე დავასახელებ, ნამდვილად არ შემეშლება. ზოგიერთ ექიმს აქვს ანაზღაურება თვეში 300 ლარი და ზოგიერთ ექიმს თვეში 120 ათასი ლარი. რამდენად სამართლიანია? Читать дальше...

ევროსაბჭო: 2020 წელს თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას უკიდურესი ზიანი მიადგა

Radiotavisupleba.ge 

2020 წელს თავისუფალ და დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას უკიდურესი ზიანი მიადგა, ნათქვამია ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის ხელის შემწყობი პლატფორმის ანგარიშში. მასში შედის ევროსაბჭოს პარტნიორი 14 ორგანიზაცია - მათ შორის, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია და „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“. შარშან „მედიის მიმართ სერიოზული მუქარის“ 201 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია და თითქმის 40%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს, აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები. შემთხვევათა... Читать дальше...

ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა ამნისტიის შესახებ საკუთარი კანონპროექტი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ დარეგისტრირდა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილი სამართალდარღვევების ამნისტიის პროექტი, რომელიც „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ მომზადდა. კანონპროექტი პარლამენტის კანცელარიაში დეპუტატებმა პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ და შალვა შავგულიძემ წარადგინეს. როგორც შალვა შავგულიძემ მოგვიანებით მედიასთან განმარტა, ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებას და მოთხოვნებს... Читать дальше...

ზაზა გახელაძის ოჯახი აქტიურ ქმედებებზე გადადის

Radiotavisupleba.ge 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებ ზაზა გახელაძის დაკავებიდან 291 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში გახელაძის ოჯახს სჯეროდა საქართველოს ხელისუფლების დაპირებების, რომ ცხინვალის ციხის პატიმრის გათავისუფლება მალე მოხერხდებოდა, გათავისუფლების იმედი კი ჟენევისა და ერგნეთის შეხვედრებით საზრდოობდა. არაერთი დისკუსია და შეხვედრა ჩატარდა, მაგრამ ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახისთვის შედეგი არ დამდგარა. ერგნეთის შეხვედრა 27 აპრილსაც გაიმართა. უშედეგო შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვემო ჭალაში... Читать дальше...

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში გაჩნდა გრაფიტი ალექსეი ნავალნის გამოსახულებით

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, პუშკარსკის ბაღში, გაჩნდა გრაფიტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გამოსახულებით და წარწერით „ახალი დროის გმირი“. ნახატის ფოტო ჟურნალისტმა გეორგი მარკოვმა გამოაქვეყნა ტვიტერში. გრაფიტის ავტორი უცნობია. მარკოვი აღნიშნავს, რომ ის დილით ადრე გაჩნდა და, სავარაუდოდ, მალე გაქრება კომუნალური სამსახურის თანამშრომელთა ძალისხმევით. 9:25-ზე ფოტოგრაფმა დავიდ ფრენკელმა გამოაქვეყნა ფოტოსურათების სერია პარკიდან, რომელშიც პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ერთი საათის შემდეგ კი ის იტყობინებოდა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Большой шлем

«Надо чем-то жертвовать». Арина Соболенко отказалась ехать на Олимпиаду в Париже


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Валерий Гергиев

Про царя в голове: Гергиев привез в «Большой» «Ивана Сусанина»



Москва

Егора Зайцева проводили в последний путь в Щелкове

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net