123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

საქართველოს ჰესსტორია საბჭოთა ფესვებით

0
რატომ ნამახვანჰესი, როცა სოფელს ჰქვია ნამოხვანი? როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს ისეთივე ლაფსუსთან, როგორსაც ადგილი ექნებოდა, რუსულიდან ქართულში შეუცვლელად რომ გადმოგვეტანა ენგურჰესის სახელი. რუსულად ენგურჰესი ხომ Ингуригэс -ი ანუ ინგურიგესია? ზუსტად ასე მოხდა ნამოხვანჰესის შემთხვევაში: გასული საუკუნის 70-იან წლებში საკავშირო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტში“ შედგენილ დოკუმენტაციაში ყველგან Намахвангэс (ნამახვანჰესი) წერია. რაზე შეიძლება მეტყველებდეს სადგურის საბჭოთა რუსული სახელწოდების ასე copy-paste-ით გადმოტანა? მსგავსი მიდგომით  ხომ არ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა, როცა  საბჭოთა გიგანტურ ჰიდროპროექტებს აცოცხლებს?



თეთრი ქვანახშირის ქვეყანა?


საბჭოთა ენერგეტიკოსები, საქართველოს, ჰიდრორესურსების სიუხვის გამო, „თეთრი ქვანახშირის“ ქვეყანას უწოდებდნენ. წყლის ენერგიის მარაგით, საქართველო მართლაც უსწრებს ევროპისა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. საბჭოთა კავშირშიც, რომელიც ხმელეთის მეექვსედზე იყო გადაჭიმული, ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთს, ტაჯიკეთსა და ყაზახეთს ჩამოუვარდებოდა. რაც შეეხება ჰიდროენერგიის ხვედრით წილს, საქართველო მსოფლიოში ახლაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.




საქართველოში სულ 25 ათასამდე მდინარეა, რომელთაგან 17,5 ათასამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. დასავლეთ საქართველოშივეა თავმოყრილი ჰიდროენერგეტიკული რესურსების 70%. საქართველოს უმსხვილესი მდინარეებია მტკვარი, რიონი და ენგური - ამ და სხვა მდინარეებზე მუშაობს 60-მდე ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე  3300 მგვტ-ია.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ენერგოსისტემის მთლიანი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,3 ათასი მგვტ-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ  ჯამური სიმძლავრის 78% ჰესებზე მოდის.


საქართველოს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში კი ვკითხულობთ, რომ 2030 წლისთვის ვარაუდობენ საქართველოს გენერაციის ჯამური სიმძლავრის გაორმაგებას (9,7 ათასი მგვტ-მდე). ამავე გეგმის მიხედვით, 6,5 ათას მგვტ-მდე გაიზარდება ჰიდროსადგურების სიმძლავრეც. 


რის ხარჯზე შეიძლება გაორმაგდეს (3,3 ათასი მგვტ-დან - 6,5 ათას მგვტ-მდე) საქართველოს ჰიდროსადგურების სიმძლავრე?


ამ კითხვის პასუხად გამოდგება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ათწლიანი (2018-2028 წწ) განვითარების გეგმა, რომელიც შედგენილია იმის დაშვებით, რომ გეგმის მოქმედების პერიოდში აშენდება ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას და ცხენისწყალის ჰესები.




უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ჰესის პროექტი დამუშავებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. მეტიც, ხუდონჰესი და ნამახვანჰესი რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა კიდეც, თუმცა მშენებლობა შეჩერდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მძლავრი მწვანე საპროტესტო აქციების გამო.



ჰესტორია - ჰესების ისტორია საქართველოში


საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს აშენდა ბორჯომში. მისი სიმძლავრე, სულ რაღაც, 103 კვტ იყო. 1913 წლისათვის საქართველოში უკვე 7 ჰესი მუშაობდა. არც მათი ჯამური სიმძლავრე (1 260 კვტ) იყო შთამბეჭდავი, თუმცა გაიზარდა ჰესების გეოგრაფია: სოხუმი, ბათუმი, გაგრა, ახალი ათონი, ახალქალაქი, ბოლნისი.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოზეც გავრცელდა ე.წ. გოელროს ( ГОЭЛРО) - ელექტროფიკაციის საკავშირო გეგმა, რომლის ფარგლებშიც  1922 წელს დაიწყო ზაჰესის მშენებლობა, 1927 წელს კი რიონჰესისა. წლების განმავლობაში ზაჰესი და რიონჰესი უზრუნველყოფდა თბილისისა და ქუთაისის ელექტროენერგიით მომარაგებას.




საბჭოთა პერიოდში მტკვარზე და მის შენეკადებზე აშენდა ჰიდროელექტროსადგურები: ორთაჭალჰესი, ხრამი -1, ხრამი-2; აშენდა იორის სარწყავ-ენერგეტიკული სადგური; სიონის ჰესი [85 მეტრი სიმაღლის მიწის კაშხალით, 300 მლნ კუბ. მეტრი წყალსაცავით]; სამი ვარდნილი: საცხენისისჰესი, მარტყოფიჰესი, თეთრიხევიჰესი; არაგვზე აშენდა ჟინვალჰესი 102 მ სიმაღლის კაშხალით და 503 მლნ. კუბ. მეტრი წყალსაცავით.


რიონზე, რომლის სიგრძე 327 კმ-ია, აშენდა ჰესების კასკადი: ლაჯანურჰესი, გუმათი- 1, გუმათი - 2, რიონჰესი, ვარციხე - I, II, III, IV; რიონის შენაერთებზე - შაორი და ტყიბული ჰესები; ლაჯანურჰესი.


ენგურზე, რომლის სიგრძე 221 კმ-ია, აშენდა ქვეყნის ყველაზე მძლავრი (1300 მგვტ) ელექტროსადგური ენგურჰესის სახით: წყალსაცავი 1110 მლნ. კუბ. მ, თაღოვანი კაშხალი - 271 მ [სსრკ-ში ამაზე უფრო მაღალი კაშხალი ჰქონდა მხოლოდ 2 სადგურს, ხოლო ბეტონის კაშხლიან სადგურებს შორის პირველ ადგილს იკავებდა ], სადერივაციო გვირაბი - 9,5 მ დიამეტრით, 15 კმ - სიგრძე,  კაშხლის სისქე 52-10 მ]; ვარდნილები I, II, III, IV...




თუმცა  ვერ დასრულდა სსრკ-ს დროს დაწყებული ხუდონჰესის (კაშხლის სიმაღლე - 197 მ) მშენებლობა; ვერ განხორციელდა სხვა მასშტაბური პროექტები, რომელთა დაწყება იგეგმებოდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ანუ საბჭოთა ჰიდროენერგეტიკის განვითარების VI ეტაპზე.


სულ საბჭოთა ჰიდროენერგეტიკა (მათ შორის ქართული საბჭოთაც) დაყოფილია განვითარების 6 პირობით ეტაპად: I - 1918—1928 წწ; II - 1929—1940 წწ; III - 1941—1945 წწ; IV - 1946—1958 წწ; V - 1959—1975 წწ; VI - 1976—1991წწ.


V და, განსაკუთრებით, VI ეტაპი გამორჩეულია გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით, თუმცა VI ეტაპი კიდევ იმითაც არის გამორჩეული, რომ ამ გრანდიოზული პროექტების ნაწილის მშენებლობა ვერ დასრულდა, ნაწილი კი სულაც ქაღალდზე დარჩა მწვანე მოძრაობის გააქტიურებისა თუ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. ასეთი პროექტებია: ნამოხვანი, ჟონეთი, ტვიში, ხუდონი, ნენსკრა, ახალციხე და სხვები, თუმცა, როგორც ჩანს, საბჭოთა ჰიდროენერგეტიკის  VI ეტაპი არც გასულ საუკუნეში დასრულებულა არც არც ისტორიის კუთვნილება არ გამხდარა.




სწორედ ამ VI ეტაპით გათვალისწინებული პროექტების გაგრძელებას, დაწყებას და დასრულებას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რიონისა და ენგურის ხეობებში აგერ უკვე თითქმის 20 წელია. 2013 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახა კალაძემ  ხელი მოაწერა N125 ბრძანებას „საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც საქართველოში, უკვე შერჩეულ ადგილზე და განსაზღვრული პროექტით უნდა აშენდეს 1,1 მგვტ-დან 670 მგვტ-მდე  სიმძლავრის 74 ჰესი, ეს კი, ჰესების რაოდენობის, სულ ცოტა, გაორმაგებას ნიშნავს. ზემოთ ჩამოთვლილი გიგანტების გარდა, ასევე უნდა აშენდეს 70 მგვტ-იანი ალბანაჰესი, 118 მგვტ-იანი ლენტეხიჰესი, 153 მგვტ-იანი სადმელი ჰესი, 230 მგვტ-იანი ფარიჰესი, 250 მგვტ-იანი ტობარი ჰესი...


 





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин пообещал продлить скоростные диаметры Москвы в Ярославскую область


Спорт в России и мире
Москва

Представители Росгвардии поздравили воспитанников Центра спорта и образования «Самбо-70» с принятием торжественной клятвы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Томми Пол уступил Томашу Махачу во втором круге турнира ATP-500 в Токио


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Первое армянское название в Москве





Путин в России и мире
Москва

Американская разведка предупредила Байдена: Путин не пошутил, Зеленский тянет нас в ад


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Как только НАТО нападет на Беларусь, будет применено ядерное оружие – Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Рахманинов

В Тамбове пройдут конные бега под музыку Рахманинова



Москва

Шолохов: введение профессиональных стандартов для писателей оправдано

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net