ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 5.7 მილიონამდე ადამიანი
![ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 5.7 მილიონამდე ადამიანი](https://gdb.rferl.org/5d87738a-0012-44fb-88c5-839e73018f34_cx0_cy8_cw0_w800_h450.jpg)
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეცხრე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 5.7 მილიონამდე შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 8%-ით მეტია.
ზედიზედ მეექვსე კვირაა იმატებს ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 87 800-ზე მეტი ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, მატება 5%-ია.
პორტალ Worldometers-ის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 149 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 127 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3.1 მილიონს აჭარბებს.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 28 აპრილისთვის მსოფლიოს 172 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების მილიარდზე მეტი დოზა.