Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

სამნიძის განცხადებით, შეთანხმებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტიის აქტის მიღება

0
სამნიძის განცხადებით, შეთანხმებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტიის აქტის მიღება

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძე მიესალმება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ამნისტიის საკითხის გამოთხოვის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე დათანხმების შესახებ. 

„მივესალმები ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ფაქტია, ევროკავშირის გირაოს შეთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები მას აღიარებენ, როგორც პოლიტიკურ პატიმარს. ასე იყო იმ დღიდანვე, როდესაც შემოთავაზებაში გაჩნდა გირაოს გადახდა ევროკავშირის მხრიდან, ეს კარგია. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ვალდებულებაა ამ ხელშეკრულებაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის ამნისტია. ამიტომ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება და ამ გზას მივყვებით. მეორე ამბავია, რა თქმა უნდა, თუ მედიატორები, რომლებიც ამ დოკუმენტის ავტორები არიან, მათი მხრიდან მოხდება ამ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანა, რა თქმა უნდა, ორივე მხარის თანხმობით, ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების განცხადება, რომ ისინი ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, თუ მასში ცვლილება აღარ შევიდოდა. ეს არის საკითხი ისევ და ისევ შარლ მიშელის გადასაწყვეტი, ასე ვიტყოდი. ჩვენ ჩვენი ვალდებულებები უნდა შევასრულოთ და ხვალ მივდივართ, რომ დავარეგისტრიროთ“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ამ წუთებში „ქართული ოცნების” წევრებისა და ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ამნისტიის აქტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

„ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о работе московских центров ментального здоровья


Спорт в России и мире
Москва

Подведены Итоги Национальной Премии «Спорт и Россия - 2024»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

«Недальновидное решение». На «Беларусь 1» раскритиковали отказ Арины Соболенко от Олимпиады


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Мега-зной» идёт в Москву. Метеоролог: барический максимум раскалит воздух





Путин в России и мире
Москва

В Кремле раскрыли тему переговоров президентов России и Конго


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский заявил о нежелании затягивать конфликт из-за больших потерь ВСУ


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Филипп Киркоров

«Ему плевать»: пентхаус Киркорова в Москве сочли незаконным из-за надстройки



Москва

Нанесение дорожной разметки цена по Питеру

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net