აშშ-ის ჯანდაცვის კომისიის მოწოდებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა უნდა განახლდეს
![აშშ-ის ჯანდაცვის კომისიის მოწოდებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა უნდა განახლდეს](https://gdb.rferl.org/a95fda38-3cf8-49ba-beaf-0fbdefc4b43c_w800_h450.jpg)
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ დროა განახლდეს კოვიდ-19-ის, Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული, ვაქცინის გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ მის მოხმარებას ახლავს თრომბის წარმოქმნის ძალიან მცირე რისკი. რეკომენდაციას კომიტეტის ათი წევრი მიემხრო, ოთხი იყო ვაქცინის გამოყენების შეჩერების შეწყვეტის წინააღმდეგი. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობას ეკისრება. თაობაზე იტყობინება სააგენტო AP-ი.
აშშ-ში J&J-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერებამდე ამ პრეპარატით აცრილი იყო 8 მილიონი პირი, მათგან 3,9 ქალი, და უჩვეულო თრომბის გაჩენა დადასტურდა 15 შემთხვევაში, რომელთაგან სამი დასრულდა სასიკვდილო შედეგით. ყველა შემთხვევაში პაციენტები იყვნენ 50 წლის ასაკამდე ქალები. Associated Press-ს მოჰყავს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მრჩევლების 23 აპრილს გამოცხადებული პოზიცია, რომ ვაქცინის სარგებელი გადაწონის ამ სერიოზულ, მაგრამ მცირე რისკს, განსაკუთრებით ვითარებაში, როცა ვირუსით ავადდება ათასობით ამერიკელი ყოველდღიურად.
რეკომენდაცია მთავრობამ უნდა განიხილოს მომავალი ნაბიჯების გადადგმისთვის გადაწყვეტილების მისაღებად.
22 აპრილს ევროპის სამედიცინო საშუალებათა მარეგულირებელმა უწყებამ განაცხადა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის თანმდევი ეფექტის სახით თრომბი „ძალიან იშვიათია“.
უწყების თანახმად, თავისი უსაფრთხოების კომიტეტი მივიდა დასკვნამდე, რომ J&J-ის პროდუქტის შესახებ ინფორმაციას უნდა დაემატოს გაფრთხილება სისხლის უჩვეულო შედედების შესახებ თრომბოციტების დაბალი შემადგენლობით.