Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

როგორ აღსრულდება შეთანხმება? - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 აპრილს

0

როგორ გადაწყდება პატიმრების საკითხი?

„ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, ეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება“, - ამის შესახებ განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მელიასთან ციხეში ვიზიტის შემდეგ. მისი განმარტებით, პროცესები ასე უნდა განვითარდეს: ჯერ საპატიმროს დატოვებს ნიკა მელია, შემდეგ კი პარლამენტში შესული ოპოზიცია დაიწყებს მუშაობას ამნისტიის შესახებ კანონზე.

„მელიას არ აქვს განცდა იმისა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომ „ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ მოძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე, ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. უნდა მოიძებნოს გამოსავალი იმისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, იმიტომ, რომ ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას. გირაოს გადახდის მოთხოვნა არ არის გამოსავლის შეთავაზება", - თქვა ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლება არის ის საკვანძო საკითხი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა, თუმცა ამ დრომდე ორივე პატიმარი ციხეშია.

ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება შესაძლოა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ შეთანხმებაზე კიდევ გაჩნდეს სხვა ხელმოწერები. გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს მას შემდეგ, რაც საპატიმროს დატოვებს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

თავად ნიკა მელია ამბობს, რომ მისთვის გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ ისევ კატეგორიულად მიუღებელია. „ქართულ ოცნებას“: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით.“ - ეს განცხადება გააკეთა მან გუშინ ციხიდან.

20 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ილაპარაკა „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას გათავისუფლების თემაზეც. მისი თქმით, რურუას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს.

წაიკითხე მეტი ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ციხეში შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი მელიას გათავისუფლების შესახებ - ჯერი ოპოზიციაზეა

 

 

ვინ შედის პარლამენტში და ვინ რჩება გარეთ?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს უკვე იმდენი ოპოზიციური პარტია და ცალკეული პოლიტიკოსი უერთდება, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პრობლემა აღარ ექნება.

ამჟამად საქართველოს პარლამენტში 99 დეპუტატია, სამი „გირჩელის“ ჩათვლით. როცა მათ დანარჩენებიც შეუერთდებიან, საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოება მინიმუმ 113 დეპუტატს იხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის ტექსტის თანახმად, ხელმოწერის შემდეგ, დეპუტატები პარლამენტში მყისიერად უნდა შევიდნენ, განსხვავებულია პოლიტიკოსების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით:

„ლელო“ აცხადებს, რომ პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც საპატიმროდან გათავისუფლდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ - პარლამენტში ამნისტიის კანონისთვის მხარდასაჭერად შევა და კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას;

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტში მალევე შევლენ და უკვე იქ განაგრძობენ აქტიურობას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.

ვინ რჩება გარეთ და ვინ შედის პარლამენტში (20 აპრილის მდგომარეობით)? - წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

„მიშელის დოკუმენტი“ აქტივისტების თვალით

ზუსტად 50 დღის თავზე დაასრულა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მისია, რომელიც საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ისახავდა მიზნად. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ოპოზიციის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელისმოწერის გადაწყვეტილებას, სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტებში. თუკი მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი იმ მთავარი მოთხოვნის ღალატია, რასაც ოპოზიციური სპექტრი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოითხოვდა და ამაში იგულისხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა არის ერთ-ერთი გზა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი დაიძლიოს.

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ, "მიშელის დოკუმენტზე" ხელის მოწერის ცერემონიალი 19 აპრილის ღამეს, ორბელიანის სასახლესთან, თანამოაზრეებთან ერთად, ბანერით ხელში გააპროტესტა. მუმლაძე ამბობს, რომ მათი პროტესტი არ დასრულდება იმ დრომდე, სანამ მთავარი მოთხოვნის - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რეალური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

ერთ-ერთი მთავარი საჯილდაო ქვა, რომელიც "მიშელის დოკუმენტში" დევს და რომლის შესახებაც კითხვის ნიშნები აქვთ დოკუმენტის მომხრე თუ მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებს, ეს არის ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი აქვს დოკუმენტთან დაკავშირებით მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტს შოთა დიღმელაშვილს, მას მაინც მიაჩნია, რომ ე.წ. "მიშელის დოკუმენტზე" ხელის მოწერა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

 

ასაცრელად წინასწარ დარეგისტრირებულთა რიცხვმა დღეს დილისთვის 40 000-ს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 43 100-ზე მეტმა მოქალაქემ (21:00 საათის მდგომარეობით).

რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო საიტზე: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register.

ეს რიცხვი დაახლოებით 1300-ით უკვე აღემატება 15 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობას (30209). 15 მარტიდან საქართველოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების აცრა Pfizer-ის და Astrazeneca-ს ვაქცინებით.

ასაცრელად წინასწარ დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ მიუთითონ, რომელ ვაქცინებს ანიჭებენ უპირატესობას. ამ დროისთვის რეგისტრირებულთა უმრავლესობა, 30 ათასზე მეტი უპირატესობას ანიჭებს Pfizer/Biontech-ის ვაქცინას.

 

 

„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივარი მომზადდა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

წაიკითხე მეტი.

 

 

მანგანეზის მმართველის გადაწყვეტილებით შესაძლოა სახელმწიფომ მილიონები დაკარგოს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით უცხოელი ინვესტორი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში რამდენიმე მილიონიანი დავისთვის ემზადება. საქმე მადანმომპოვებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" ეხება. კომპანიის სახელმწიფო მმართველი ჭიათურაში უცხოელი ინვესტორის კუთვნილ მადანგადამამუშავებელ ქარხანას აუქციონზე ისე ყიდის, არც კომპანიის მფლობელს მიუცია თანხმობა და არც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

“ჯორჯიან მანგანეზი” - ჭიათურაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელი კომპანია, წლების განმავლობაში გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს. ეკოლოგიური ზარალის შესამცირებლად 4 წლის წინ სასამართლომ კომპანიაში სპეციალური სახელმწიფო მმართველი დანიშნა. 2021 წლის 13 თებერვალს გამოქვეყნებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების არაერთი რესპონდენტი დარწმუნებულია რომ სახელმწიფო მმართველი კომპანიაში რეალურად ბიზნეს გავლენების გადასანაწილებლად დაინიშნა. ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების უდიდესი ნაწილი კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილი იყო სქემა, რომლის მიხედვით "ჯორჯიან მანგანეზის" მართვისგან უცხოელი მფლობელების ჩამოშორებისა და იქ სპეციალური მმართველის დანიშვნის შედეგად მანგანუმის ბიზნესში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენების ჯგუფის ინტერესები გაძლიერდა.

ამის შემდეგ სახელმწიფომ ამ კერძო კომპანიას დაახლოებით 500 მილიონი ლარის ჯარიმები აპატია და 4 წლის განმავლობაში, მისი საქმიანობა ფაქტობრივად კონტროლის გარეშე დატოვა - გარემოს განადგურების მასშტაბი არ შემცირებულა, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, გაიზარდა კიდეც.

წაიკითხე მეტი გიორგი მგელაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

 

 

 

 

 

კანაფის საერთაშორისო დღე თბილისში ფესტივალით აღნიშნეს. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა?






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о масштабной программе празднования Дня молодежи в Москве


Спорт в России и мире
Москва

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Уроженка Тамбова Арина Родионова вышла во второй круг квалификации Уимблдона


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Ганьшин: вместе с температурой в Москве растет и количество осадков





Путин в России и мире
Москва

Россия получит доступ к военным базам и аэродромам Индии, что создаст угрозу США


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Все решено»: Лукашенко поблагодарил Лаврова за важное для Белоруссии решение




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Запад до последнего будет закрывать глаза на зверства режима Зеленского": Мария Захарова ответила Киеву после атаки на Севастополь


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Queen

Оркестр «Русская филармония» исполнит хиты Queen



Москва

«Ему плевать»: пентхаус Киркорова в Москве сочли незаконным из-за надстройки

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net