Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

ადიგენში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე 7 წლის შემდეგ ცნეს დაზარალებულად

0
ადიგენში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე 7 წლის შემდეგ ცნეს დაზარალებულად

ადიგენის სოფელ მოხეში, სადავო შენობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული თემურ მიქელაძე, პროკურატურამ შვიდი წლის შემდეგ დაზარალებულად ცნო.

ორ სამართალდამცველს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

ბესიკ აფრიამაშვილი და გიორგი პეტაშვილი მოხეში მომხდარ ინციდენტს იძიებდნენ. ისინი რამდენიმე წელია შსს-ში აღარ მუშაობენ. სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გიორგი პეტაშვილის ინტერესებს ნოდარ აკოფაშვილი იცავს. უფლებადამცველმა ბრალის წარდგენამდე ორივე პირი გამოკითხა. ადვოკატის თქმით, შვიდი წლის შემდეგ ბრალის წარდგენა, გამოძიების ეფექტიანობაზე არ მიუთითებს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოიძიონ.

დაზარალებულის სტატუსი მოულოდნელი აღმოჩნდა თემურ მიქელაძისთვისაც. მისი თქმით, 2014 წელს, დაკავებისას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი კვალი მაშინვე აშკარა იყო. „შვიდი წლის წინ, როცა ადიგენის პოლიციიდან ბორჯომის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადამიყვანეს, ისეთი დაზიანებები მქონდა, ექიმის გარეშე ვერ მიმიღეს. სისხლჩაქცევები, ყველაფერი მემჩნეოდა. ფიზიკური შეურაცხყოფა ადიგენში მომაყენეს. ჩემი ვარაუდია, რომ რადგან მოხეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ვიყავი, არ უნდა ვყოფილიყავი სიმართლის მხარეს, ალბათ ეს ინტერესი ჰქონდათ“, - ამბობს თემურ მიქელაძე.

ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა, როცა ადიგენის მერიამ სადავო შენობის რეაბილიტაცია, ბიბლიოთეკის მოსაწყობად დაიწყო. მუსლიმები ამბობდნენ, რომ წლების წინ შენობა მეჩეთი იყო, მართლმადიდებლები კი ამტკიცებდნენ, რომ ის ეკლესიაა და აქ მათი წინაპრები ლოცულობდნენ. დაპირისპირების დროს ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. მათ შორის იყო თემურ მიქელაძეც, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამართალდამცველებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ორმა კი სცემა. „ორჯერ პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, ორჯერ ადიგენის პოლიციაში. ვიკითხებოდი როგორც ბრალდებული. ორივეჯერ სახაზინო ადვოკატი მყავდა. ეს იყო 2014 წელს“.

 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილებით, სოფელში ახალი მეჩეთი ცენტრიდან დაახლოებით 50 მეტრში აშენდა. სადავო შენობა კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.

მოხეში სადავო შენობის გამო, 2014 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან, თეიმურაზ მიქელაძესა და კიდევ სამ პირთან დაკავშირებით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

საქმე წარმოებაში 2016 წელს მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ საქმე უკვე განიხილა და ახლა პასუხს ელოდებიან. წინასასამართლო სხდომა 15 ივნისს ჩაინიშნა. ადვოკატებს ორი თვე აქვთ, რომ საქმის მასალებს გაეცნონ და მტკიცებულებები მოიპოვონ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Город одобрил гранты для столичных компаний более чем на 1 млрд рублей


Спорт в России и мире
Москва

Компания «КЕНГУРУ.ПРО» стала лучшим производителем спортивного оборудования


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Экологи «Россети Центр» и «Россети Центр и Приволжье» показали высокий профессионализм на Всероссийском конкурсе





Путин в России и мире
Москва

Президент Конго Сассу-Нгессо прибыл в Москву на переговоры с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Белорусские рабочие будут строить АЭС в России




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Начинка — нацизм": Захарова вскрыла истинную суть Киева после слов приспешника Зеленского о Крыме


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Муз-ТВ

Возвращение премии Муз-ТВ: Киркорова посадили в клетку, а Бузова приехала с карликами



Москва

«Кузина» не зафиксировала техдефолт и выплатила купонный доход

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net