Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Апрель
2021

5 ამბავი გურამ დოჩანაშვილზე

0
5 ამბავი გურამ დოჩანაშვილზე

„მოხუცი კაცი უშველებელი ფრთებით“, - რადიო თავისუფლებასთან მწერლებმა გურამ დოჩანაშვილთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს.

დაშლილ წიგნში წაკითხული

 

ბესო ხვედელიძე, პროზაიკოსი: ,,სამოსელი პირველი“ მეექვსე კლასში წავიკითხე. თხელყდიანი წიგნი იყო, ნაწილ-ნაწილ იშლებოდა. წავიკითხე და თმები ყალყზე დამიდგა. მას მერე 22-ჯერ მაქვს წაკითხული, ლამის ზეპირად ვიცი. ყოველ წაკითხვაზე ახალ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე. შარშან აღმოვაჩინე, რომ სიუჟეტი გამოგონილი კი არ არის, რეალური ამბავია. კანუდოსის აჯანყება მართლა მოხდა სამხრეთ ამერიკაში, პერსონაჟების სახელებიც ნამდვილია.

მგონია, რომ „სამოსელი პირველი“ ძალიან ბევრ ენაზე უნდა ითარგმნოს. იმდენი რამე ვისწავლე მისგან, ვერც მშობელი, ვერც ქუჩა რომ ვერ გასწავლის. ძალიან დიდი სინათლე მოდიოდა ამ წიგნიდან. ადრე უფრო ემოციური ვიყავი და ძალიან ბევრჯერ მიტირია კითხვისას. ვიცი, რომ მსოფლიო ლიტერატურამ ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა“.

წერტილი სიტყვაში

 

ვახტანგ ჯავახაძე, ლიტერატორი: „მე-20 საუკუნის ქართული პროზა ძალიან საინტერესოა, გურამ დოჩანაშვილი კი - ყველაზე ორიგინალური. მარტო სათაურებიც რომ წაიკითხო, მიხვდები, რომ დოჩანაშვილისაა. მისი შემოქმედება ორ ნაწილად იყოფა. პირველი ის ეტაპია, როცა „სამოსელი პირველი“ დაწერა და მეორე - „ლოდი ნასაყდრალი“. ამ დროს უკვე სტილიც შეცვალა. პუნქტუაცია-ორთოგრაფიას შეგნებულად ამახინჯებდა. განათლებით ისტორიკოსი-არქეოლოგი იყო. ერთგან წერს კიდეც, მე რომ გრამატიკა მცოდნოდა, მწერალი კი არ გამოვიდოდიო. იმის გამო, რომ არ იცოდა გრამატიკა (ვითომ არ იცოდა), უფრო თამამი იყო.

გურამის მეორე პერიოდის ნაწარმოებების თარგმნა შეუძლებელია. სიტყვის შიგნით აქვს სასვენი ნიშნები დასმული, შრიფტიც კი განსხვავდება. ერთგან წერს კიდეც: „დაგენძრა, მთარგმნელო?“ ამ ნაწარმოებებს ბევრი მკითხველი არ ეყოლება, მაგრამ უფრო ძვირად ღირებული იქნება - ისე, როგორც ჯოისის „ულისეა“.

ყველაზე ძვირფასი

 

ბესო სოლომანაშვილი, პროზაიკოსი: „ჩემთვის გურამ დოჩანაშვილი მარკესის გმირი იყო - აი, ძალიან მოხუცი კაცი რომ არის, უშველებელი ფრთებით...

ერთხელ თეოლოგიური ფილმი გადავიღეთ. არ ვიცი, რამდენად კარგი გამოვიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გურამ დოჩანაშვილმა ნახა და მოეწონა. შემთხვევით შევხვდით სადღაც ღონისძიებაზე. უცებ იღებს თავის ორტომეულს და მაწვდის. ფილმი მომეწონა. სხვა არაფერი ძვირფასი არა მაქვს და ამას ხომ მიიღებო. ამას მეუბნება „სამოსელ პირველზე“ და „მოთხრობების კრებულზე“, თავისი ხელმოწერით. ეს ისეთი გამაოგნებელი იყო...

„სამოსელი პირველი“ ჩემთვის ძველი და ახალი აღთქმის ქართული მხატვრული ტექსტია. საბჭოთა კავშირი ვერც მიხვდა, რომ უნდა აეკრძალა. თან იმდენად უყვარდა დოჩანაშვილი მკითხველს, რომ კომუნისტები ამასაც ერიდებოდნენ. ეს იყო კაცი, რომლის გამოც შეიძლებოდა პატარ-პატარა რევოლუციები მომხდარიყო“.

„არაფერი აკლდა, არც სიმამაცე, არც გამბედაობა“

 

ბესიკ ხარანაული, პოეტი: „ვმეგობრობდით, ძალიან ახლოს ვიყავით. „სამოსელი პირველი“ მე მივიტანე „მნათობში“, კარგი რომანია-მეთქი. მაშინ გიორგი ნატროშვილი იყო რედაქტორი. მარტივად დაუბეჭდა. ეს რედაქტორისგან იმ დროს კარგი საქციელი იყო.

გურამს არაფერი აკლდა, არც სიმამაცე, არც გამბედაობა, მაგრამ, ამავე დროს, ბავშვივით იყო. თავიდანვე კულტურულ წრეში მოხვდა, ძალიან თანამედროვედ ცხოვრობდნენ, ყველაფერს კითხულობდნენ არალეგალურად, ცდილობდნენ მსოფლიოს დასწეოდნენ. თვითონაც ვიოლინოზე დადიოდა, უკრავდა. საპროტესტო მოძრაობა „გორგასლიანის“ წევრი იყო. ამოდენა სახელმწიფო რომ დაგეჯახება, გადატანა ხომ უნდა? ეს დევნა რომ გადაიტანეს პატარა ბიჭებმა, ამან დაავაჟკაცა ნაადრევად“.

„ქრისტე არ იკვეცება“

 

ნანა აკობიძე, პოეტი, ჟურნალისტი: „პუბლიკაცების სერიას ვამზადებდი თემაზე „ძალაუფლება“. ქართველი მწერლებიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სერიისთვის მოვიაზრე, გურამ დოჩანაშვილი იყო. „ღმერთმა დაგვიფაროს გამარჯვებისგანო“ - ბოდიშის მოხდით ციტატა წაიკითხა თავისივე წიგნიდან (საერთოდ, ბოდიშობდა, როცა საკუთარ თავზე უწევდა რაიმეს თქმა, ან საკუთარი წიგნებიდან მოჰყავდა მაგალითი). თქვა, რომ ძალაუფლების გზაზე დამარცხებულები უფრო სიმპათიურები არიან მისთვის, ვიდრე გამარჯვებულები და ამ კონტექსტში თავისი კლასელი და მეგობარი ზვიად გამსახურდიაც გაიხსენა.

ჩვენი სამსაათიანი შეხვედრა გასცდა ამ ფორმატს. ბუნებრივია, 81 წლის ჯანმრთელობაშერყეულ მწერალს პირდაპირ არ ვკითხავდი, რასაც წიგნებიდან გვეუბნებით, იმის გარდა რას გვიბარებთ-მეთქი, და ამ ფორმით ვკითხე: კაცობრიობის აღსასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?. „სახარება რომ ვიკითხოთ ადამიანებმა. სახარებისთვის ამოუწურავი არის დაბალი სიტყვა. შეუძლებელიც დაბალი სიტყვააო“,- თქვა. - „მე არ მიყვარს სიტყვა ქრისტიანი. არსებობს ქრისტეიანი - ქრისტე არ იკვეცება! “

ძალაუფლებაზე საუბრისას ტკივილის ძალაუფლებაზეც ვისაუბრეთ (ვიცით, რომ შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და უდიდესი ტკივილით იცხოვრა). აქ თქვა ჩემთვის გამაოგნებელი ფრაზა: ეს უბედურება - ბედნიერება როგორ ვთქვა, მაგრამ - წყალობაა საიმისოდ, რომ ადამიანი ამაღლდესო.

ჩემ წინ იჯდა ადამიანი, რომელიც ყოველგვარ ამქვეყნიურს, დიდი ხანია, გასცდა, სხვა სიმაღლეზე, სხვა განზომილებაში იყო და ისევე უკვირდა თავისი 81 წელი, როგორც ვაშლის ყვავილობა...“






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин оценил объем поддержки создателей импортозамещающей продукции


Спорт в России и мире
Москва

Компания «КЕНГУРУ.ПРО» стала лучшим производителем спортивного оборудования


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Путинцева в Бирмингеме завоевала третий титул WTA в карьере


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин: уровень безработицы в Москве будет снижен до 1,2% к 2030 году





Путин в России и мире
Москва

Президент Конго прибыл на встречу с Путиным


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Белорусские рабочие будут строить АЭС в России




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Начинка — нацизм": Захарова вскрыла истинную суть Киева после слов приспешника Зеленского о Крыме


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Стравинский

В Мариинском театре открылась новая концертная площадка — зал Стравинского



Москва

СКР: по делу о гибели людей при пожаре в подмосковном Фрязино прошли первые задержания

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net