Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2020

COVID 19: ვისთან მივა საარჩევნო ყუთი

0

თუკი არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურთ, გადასატანი ყუთებისთვის ცესკოს აუცილებლად უნდა მიმართონ COVID 19-ის გამო თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა და ასევე ინფიცირებულებმა, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ. ამისათვის მათ მხოლოდ 3-დღიანი ვადა აქვთ. მათგან განსხვავებით, გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიებში ავტომატურად მოხვდებიან სტაციონარებში, კოვიდსასტუმროებში თუ საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირები. არასამთავრობო სექტორში ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. რა განმარტებები აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

#45 დადგენილების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფებსა და COVID 19-ით ინფიცირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ცესკოსთვის მიმართვის ვადა 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ.

იმისათვის, რომ კენჭისყრის დღეს, 31 ოქტომბერს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით სარგებლობა შეძლონ, გასათვალისწინებელია შემდეგი:

ისინი ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 251-00-51;

სატელეფონო კავშირი შესაძლებელია 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

ასეთი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ამა თუ იმ რისკფაქტორის გამო, პრევენციის მიზნით, თავად გადაწყვიტეს 12-დღით სახლში დარჩენა. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.

ამის შემდეგ, ცესკო მათ მონაცემებს გადაამოწმებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებულ სიებში და შესაბამისობის შემთხვევაში, ამომრჩევლები გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიაში მოხვდებიან.

სიაში შეყვანისთვის ცესკოში დარეკვის ვალდებულება გაუმართლებლად მიაჩნიათ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ვალდებულება დამატებითი ტვირთია ისედაც სტრესულ სიტუაციაში მყოფი პირებისთვის და მით უმეტეს, როცა ეს მათ შემჭიდროვებულ ვადებში უნდა გააკეთონ.

„შესაძლოა, ბევრმა ეს, დროის სიმცირის გამოც ვერ მოახერხოს და შესაბამისად, ვერ ისარგებლოს თავისი საარჩევნო უფლებით. ჩვენ ვამბობდით, რომ უკეთესი იქნებოდა ყველა ამ ამომრჩევლის შეყვანა სპეციალურ სიებში და შემდეგ უკვე, მას რომ დაერეკა ცესკოში, ვისაც გადასატანი ყუთით სარგებლობა არ სურდა“ - გვეუბნება ნატროშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ამ მოსაზრებას იცნობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც, რადგან სპეცსიებთან და გადასატან ყუთებთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავების პროცესი მათ შორის - არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობდა.

ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასეთი მიდგომა არამართებულია:

„მსოფლიოში არავის ახსოვს პრეცედენტი, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი ადამიანები თავად რეკავდნენ გადასატან ყუთებზე უარის თქმის მიზნით... უნდა დარეკოს მან, ვისაც ასეთი სურვილი აქვს. ავტომატურად ყველა ვერ შევა სპეციალურ სიაში. იქნებ ადამიანს არ უნდა გადასატანი ყუთით სარგებლობა და ყველასთან მისვლისას ტყუილად უნდა დაიკარგოს საარჩევნო ადმინისტრაციის დრო და რესურსი“.

თუმცა ეს კვლავაც რჩება ერთ-ერთ ის საკითხად, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ამ დრომდე განიხილავს „არასასურველი“ ამომრჩევლების სიის მიღმა დატოვების საფრთხედ. ცესკო ზუსტი აღრიცხვის პირობას დებს, მაგრამ ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ „სიაში თავიდანვე ყველას შეყვანა მოაგვარიდებდა ისეთ პრობლემებს, როცა შესაძლოა ვიღაცამ დარეკოს, მაგრამ დროის სიმცირის გამო, უბრალოდ ვერ მოასწრონ მისი ჩასმა სპეციალურ სიაში“.

ვინ რჩება გადასატანი ყუთის გარეშე

როგორც ცესკოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, სტაციონარებში, კოვიდსასტუმროებში და საკარანტინო სივრცეებში მყოფთა საბოლოო სია ჯანდაცვის სტრუქტურებიდან მათ ასევე 26 ოქტომბერს გადაეცემა.

შესაბამისად, სპეციალურ საარჩევნო სიებში ვერ მოხვდებიან და ვერც გადასატანი ყუთებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებსაც ინფექცია 26 ოქტომბრის შემდეგ დაუდასტურდებათ ანდა 26 ოქტომბრის შემდეგ დაეკისრებათ სავალდებულო საპრევენციო იზოლაციის ვალდებულება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის“ გაუგებარია, - რატომ ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება ამომრჩევლებს, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა მათი ავტომატური შეყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის შედგენილ სიაში, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორც ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე გვეუბნება, ტექნიკური სამუშაოებიც გარკვეულ დროს მოითხოვს და დადგენილებაში პროცედურები შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში გაიწერა:

„სპეციალურ სიებს სჭირდება ფორმირება და დამტკიცება. შემდეგ უნდა მოხდეს ამ სიების დაბეჭდვა. უნდა მოხდეს ბიულეტენების დაბეჭდვა. ეს არის ტექნიკური საკითხები და სჭირდება დრო..

საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, (არა კოვიდინფიცირებული) ამომრჩევლები,რომლებიც სამკურნალო დაწესებულებაში წვანან და კენჭისყრის დღისთვის არ იქნებიან გაწერილი, ამ პირთა სიას შესაბამისი დაწესებულება საარჩევნო ადმინისტრაციას გადასცემს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა...

თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს ვადა პირიქით გაზარდა 26 ოქტომბრამდე და რომ გადავითვალოთ, არჩევნებამდე არა 6 არამედ 5 დღით ადრე გამდის“.

#45 დადგენილების თანახმად, ამომრჩეველთა სპეციალურ სიას ცესკო ადგენს და ამტკიცებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა. ანუ ამ შემთხვევაში ბოლო ვადას 28 ოქტომბერი წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციასა და ცესკოს შორის კიდევ ერთ შეუთანხმებელ საკითხს სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა წარმოადგენს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" არ აკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით და სპეციალური საარჩევნო უბნები არ შეიქმნება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებსა თუ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია. ცესკოში ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებით ახსნეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში კი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო უბნების შემთხვევაში, დაკვირვება უფრო უსაფრთხოც იქნებოდა და უფრო გამჭვირვალეც.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, კოვიდცენტრებში, საკარანტინო სივრცეებში თუ სახლებში, გადასატანი ყუთების მოძრაობის პროცესს 31 ოქტომბერს არ დააკვირდებიან წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

როგორც ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული გართულებული სიტუაციის გამო, ორგანიზაციისთვის ისედაც არ იყო იოლი დამკვირვებლების მობილიზება და ამ სეგმენტის დასაფარად დამატებითი რესურსები ვეღარ გამოინახა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме


Спорт в России и мире
Москва

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений





Путин в России и мире
Москва

Путин: РФ готова к переговорам только на условиях, которые уже обсуждались ранее


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Юрий Башмет

Юрий Башмет, Константин Хабенский и Ольга Литвинова выступили на главной сцене в Михайловском



Москва

Доцент Соболева: дешевле всего лечить зубы в Тульской и Тверской областях

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net