საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდა
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში ერთი კვირის წინ მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მკაცრი სანქციით უპასუხა. სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭომ ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება შეწყვიტა.
სამინისტრო დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ მოუწოდებს, მაგრამ... ფედერაცია და ამბოხებული სპორტსმენები ამ ეტაპზე, მოლაპარაკებას არ აპირებენ. სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ ამ ამბის უკან დგას ძალა, რომელიც მკლავჭიდის ფედერაციაში შეგნებულად აღვივებს კონფლიქტს. ჯაჭვლიანის მოწინააღმდეგეები კი ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
17 ოქტომბერს, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის გამგეობის სხდომა ხმაურის გამო ჩაიშალა. სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდელებისა და მწვრთნელების ნაწილი დაუპირისპირდა