Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2020

COVID-19-ის სტატისტიკა და ტენდენციები - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ოქტომბერს

0

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დღეიდან იმერეთსა და თბილისში ახალი შეზღუდვა ამოქმედდება და გასართობი დაწესებულებები 22 საათზე დაიხურება.

გუშინ კორონავირუსმა ახალი ანტირეკორდი მოხსნა საქართველოში. ვირუსი ერთ დღე-ღამეში 919 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 366 თბილისში დადასტურდა, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.

ამ დროისთვის ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. გუშინ ბათუმში, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის უსიმპტომო პაციენტად ითვლებოდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია (სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი) გახდა.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გარდაცვლილ პაციენტთა შორის არიან ისეთები, ვისაც თანმხლები დაავადებები არ ჰქონდათ. ცერცვაძემ ის შესაძლო სამი გართულებაც დაასახელა, რაც ჯანმრთელი პაციენტების გარდაცვალებას იშვიათად, მაგრამ მაინც იწვევს.

გუშინ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში COVID-19-ის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R) 1.33-ია. ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია დააინფიციროს ერთზე მეტი ადამიანი.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

 

სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა

„კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

წაიკითხე მეტი.

 

ყველა სტატია „კარტოგრაფების საქმეზე“.

 

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პირველ შემაჯამებელ სხდომას გამართავს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ცნობილია, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ბიუჯეტით, რაც წარმოდგენილია, ქვეყანა სიღატაკისთვის არის განწირული.

სახელმწიფოს ბიუჯეტი კორონას ჩრდილში - რა შემოვა და რას დავხარჯავთ

 

 

დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოსაკვლევად სამოქალაქო კლინიკაში აღარ გადაიყვანეს

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძე გამოკვლევებისთვის სამოქალაქო კლინიკაში 15 ოქტომბერს აღარ გადაიყვანეს. როგორც ქეთევან ჩუთლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, სამკურნალო დაწესებულების წარმომადგენლებს დაპირებული კონსულტაციის გაუქმების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად დამძიმებული არ იყო და ამიტომ კვლევა აღარ ჩატარდებოდა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ დღეს უნდა მომხდარიყო მისი გადმოყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რათა ჩატარებოდა ნევროლოგიური კვლევა, ნევროპათოლოგის კონსულტაცია. სასჯელაღსრულებიდან როგორც გვითხრეს, დღეს აღარ იგეგმება ამ კვლევის ჩატარება და უკვე შემდგომ პერიოდში ჩატარდება ეს კვლევა. წინასწარ გვეცოდინება, როდის ჩაუტარდება და ასევე ფორმაზე, სად ჩატარდება, სამოქალაქო პროფილის კლინიკაში თუ ადგილზე მიიწვევენ სპეციალისტებს. ამაზე გვეცოდინება წინასწარ აუცილებლად“, - განაცხადა ქეთევან ჩუთლაშვილმა.

წაიკითხე მეტი.

 

 

კორონა - "კედელი" პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის

ხელის ჩამორთმევა, კოცნა, ჩახუტება, ახლო დისტანციაზე საუბარი - ყოველთვის იყო წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი. კორონავირუსის მიერ დაწესებულმა აკრძალვებმა ბევრი რამ შეცვალა როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვისაც.

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული პოლიტიკური ძალები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კორონავირუსმა მათ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ამომრჩევლებთან სრულფასოვნად ურთიერთობის კუთხით; ხოლო მზარდი სტატისტიკის ფონზე, ყველაფერი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

როგორ აიძულა პანდემიამ პოლიტიკოსები, კამპანიის მასშტაბები და ფორმები შეეზღუდათ, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

 

 

 

​აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ოქტომბრის შეთანხმების დარღვევაში.

​კავკასიის საკითხების ექსპერტი თომას დე ვაალი, ევროპაში კარნეგის ფონდის მთავარი მკვლევარი, და ალექსეი მალაშენკო, ანალიტიკურ ცენტრ „ცივილიზაციათა დიალოგის“ მთავარი მკვლევარი, საუბრობენ იმაზე, თუ რა უშლის ხელს სტაბილური მშვიდობის დამყარებას.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации


Спорт в России и мире
Москва

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Байрактар: Турция и Россия определили дальнейшие шаги по проекту "газового хаба"





Путин в России и мире
Москва

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Команда Басты «СКА Ростов» проиграла все семь матчей в сезоне Медиалиги



Москва

Массовый сбой в работе Telegram затронул США и Европу

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net