Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2020

რაკეტები სტეფანაკერტში

0
რაკეტები სტეფანაკერტში

სომეხი მწერალი არამ ვარდანიანი გიამბობთ თავისი მუშაობის შესახებ აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონ მთიან ყარაბაღში ინტენსიური საჰაერო დაბომბვის დროს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლის მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ასეთი ცხარე ბრძოლები არ ყოფილა.

მთიან ყარაბაღში 10 ოქტომბერს ნასადილევს ჩავედით. პირველი, რაც მოვინახულეთ, მაცხოვრის ეკლესია იყო. ტაძარი, რომელიც სტეფანაკერტიდან 13 კილომეტრში მდებარეობს, ახლახან იყო საარტილერიო ცეცხლის სამიზნე.

 

მღვდელმა გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი ჭურვები მოხვდა ეკლესიას, ორი რუსი ჟურნალისტი შიგნით შევიდა, დაზიანებების ფოტოები რომ გადაეღოთ. ცოტა ხნის შემდეგ მეორედაც დაუშინეს ჭურვები ტაძარს.

გარშემო ყველგან ნანგრევები და მტვერი იყო, ჩანდა დალეწილი ხის სკამები და ყველგან ხის ნამტვრევები ეყარა. ერთ-ერთი ნამტვრევი სისხლიანი იყო და ამით მივხვდით, რომ ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი მძიმედ დაიჭრა.

ეს შემზარავი ომია, ძალიან თანამედროვე ომი. იმის გამო, რომ დრონები გამოიყენება, არ იცი, ვინ გითვალთვალებს ან შემდეგ რა მოხდება.

სტეფანაკერტისკენ რომ მივემგზავრებოდით, ამ ადგილას ცეცხლის შეწყვეტა იყო გამოცხადებული, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩვენგან ამის არავის სჯეროდა, განსაკუთრებით იმათ, ვისაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტებში რაღაც გამოცდილება მაინც ჰქონია.

სტეფანაკერტში სიმშვიდე იყო, არც კვამლი ჩანდა და არც ცეცხლი, როცა ბორცვზე ავედით და იქიდან გადავიხედეთ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მეპარებოდა შიში კანქვეშ, როცა მიხვეულ-მოხვეულ გზას დავადექით ქვემოთ, ქალაქისკენ.

იმ ღამეს რაკეტების ჩამოვარდნა დაიწყო. ამას პირველად მაშინ მივხვდით, როცა ცა წითლად განათდა, შემდეგ, რამდენიმე წამში აფეთქების შოკმა მოგვიცვა. არსებობს გამაფრთხილებელი სირენები, რომლებმაც უნდა დარეკონ, მაგრამ ისინი მხოლოდ გარკვეულ ხანს მუშაობენ. რაკეტები წუილით მოექანებოდნენ ერთმანეთის მიყოლებით და ასეთ დროს არ იცი, შემდეგი სად დავარდება.

ჩვენს შენობას ჰქონდა სარდაფი, რომელშიც შეიძლებოდა თავის შეფარება, მაგრამ იქ ღამეს ვერ გავათენებდით, რადან ის ადგილობრივებმა დაიკავეს და საცხოვრებელი მოიწყვეს. ამიტომ ახლად ჩასულებს უნდა აგვერჩია: ან გაგვერისკა და დიდ ფანჯრებთან დაგვეძინა ჩვენს ოთახებში, ან დერეფანში გაგვეტარებინა ღამე. ჟურნალისტებმა, ვინც კი დავინახე, ლეიბები დერეფანში გაათრიეს. ყველა ღელავდა აფეთქების შედეგად ოთახში ფანჯრის ნამსხვრევების შემოცვენის გამო.

მთელი ღამე მართლა არ მიძინია. პირველი ორი დაბომბვისას ყველა სარდაფში გავიქეცით და მალე დავბრუნდით. მე საწოლთან მივედი ისევ და გავიხადე, მაგრამ მესამე დაბომბვისას ტანსაცმელი აღარ გამიხდია და ასე ველოდებოდი დილას.

როცა გათენდა, ქალაქში გავედით, ღამით მიყენებული დაზიანებები რომ გვენახა. გამოყენებული იყო იარაღის ფართო სპექტრი: არტილერია, დრონები, უზარმაზარი „სმერჩის“ ტიპის რაკეტები, რომლებიც თვითმავალ დანადგარებზე მაგრდება.

ჩვენი ვარაუდით, ისრაელში წარმოებული რაკეტა, „ლორა“, პირველად გამოიყენეს საბრძოლო მოქმედების დროს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადრე აზერბაიჯანი იყენებდა „გრადის“ ტიპის რაკეტებს, რომლებიც მოხვედრილი წერტილის გარშემო არეალს დიდ ზიანს არ აყენებდა. ახლა ისინი იყენებენ ბევრად უფრო დიდი ზომის რაკეტებს, რომლის ნამსხვრევები ყველგან იფანტება.

ჩვენ ვესტუმრეთ სომხური სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოს პარგევ მარტიროსიანს იმ პირობით, რომ არ გავამხელდით მის ადგილსამყოფელს.

მასთან საუბრისას განგაში ატყდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ახლოს არ იყო, მაგრამ ხალხი შიგნით შემოვარდა. აფეთქებების ხმა ისმოდა, როცა მარტიროსიანმა მშვიდად დაიწყო ლოცვა.

ზოგიერთ მაღაზიას ფანჯრები ჩამსხვრეული აქვს, მაგრამ ხელი არავის არაფრისთვის უხლია. თვით ძვირად ღირებული საქონლის მაღაზიებიც კი, სადაც ღამით შეიძლება შესვლა, არავის გაუძარცვავს.

ზოგიერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა საჭმელი შემოგვთავაზა. ჩვენ ვცადეთ უარი გვეთქვა, ვუთხარით, რომ მათ უფრო დასჭირდებოდათ, რაზეც გაიცინეს და მოგვიგეს, თავზე საყრელი გვაქვსო.

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ქილებზე ეძინათ და პურს ელექტროქურაზე ათბობდნენ. 1990-იანი წლების ომისას შიმშილი პრობლემა იყო, მაგრამ ახლა უკვე არა.

დრონები რადარს ემალებიან და მთელი დღე შეუძლიათ იტრიალონ. „თვითმკვლელი“ დრონების გარდა, რომლებიც დაცემისას ფეთქდება, არსებობს დიდი დრონები, რომლებსაც რაკეტების სროლა შეუძლიათ. არის სხვებიც, რომლებიც გამოიყენება საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებისთვის სამიზნე ადგილის დასაზუსტებლად.

როცა მთიანი ყარაბაღი დავტოვეთ, საზღვრის მახლობლად, პატარა ქალაქში, ჯარიკაცების ჯგუფს შევხვდით. მათ მიამბეს, რომ მეორე მხარესთან ახლოს იყვნენ და არაბული საუბარი გაიგონეს. მათვე მითხრეს, აზერბაიჯანის სპეცრაზმელებმა სომხური იციან, ალბათ, ჩვენი ბიჭების დასაბნევადო.

რაც ბოლოს ვიხილე, ეს იყო პიკაპი, რომლის საბარგულში სისხლის გუბე იდგა. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, მძღოლმა მიპასუხა, ორი მძიმედ დაჭრილი მეომარი საავადმყოფოში გადავიყვანე, ორივეს ფეხები მოკვეთესო. ვერ ვაიძულე თავი ფოტო გადამეღო.

ჩვენ მიჩვეული ვართ ბრძოლას, მაგრამ დრონებმა და თურქეთის მიერ ბრძოლაში სავარაუდოდ, არაბულად მოლაპარაკე მებრძოლების ჩართვამ თამაში შეცვალა.

ხალხს არ ეშინია. ისინი, უბრალოდ, ახალგაზრდა დაღუპულ სიცოცხლეებს დასტირიან. მე იმ ბავშვებზე ვფიქრობ, ფრონტზე რომ იბრძვიან... მე ბნელ ქუჩაში სიარულის მეშინია, ეს ბავშვები კი ფრონტის ხაზზე არიან ასეთ ომში, ტყეებში იბრძვიან. ვერც კი წარმომიდგენია ეს.

ავტორი: ეიმოს ჩეპლი. სატალეფონო ინტერვიუზე დაყრდნობით.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником


Спорт в России и мире
Москва

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Суд отправил под арест подозреваемого в убийстве пенсионера в парке Москвы





Путин в России и мире
Москва

Путин: Москва оставляет за собой право поставок вооружения партнерам


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Дмитрий Шостакович

В Баку впервые прозвучит «Ленинградская» симфония Дмитрия Шостаковича



Москва

Вирус эволюционирует: почему рано называть COVID-19 сезонным заболеванием

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net