Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Май
2021

Новости за 08.05.2021

ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

Radiotavisupleba.ge 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ჩაებმება მედლისთვის ბრძოლაში. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა გობაძე ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ გავა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი კი სერბეთის სახელით იჭიდავებს. გობაძემ ოლიმპიადის საგზური რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა, ბუდაპეშტში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე. დათუნაშვილმა კი დღეს გაინაღდა ლიცენზია, სოფიაში ჯერ კიდევ მიმდინარე შეჯიბრზე, ფინალში გასვლით. ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა... Читать дальше...

მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

Radiotavisupleba.ge 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეპარქიაში მისვლა აუკრძალა. შემთხვევის შესახებ ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტს აგრესიულად ესაუბრება, შემდეგ მიკროფონს ღრუბელს აძრობს, ისვრის და ჟურნალისტს ფიზიკურად ეხება, ყელში სწვდება. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა, რომელიც გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გაშუქდა, 7 მაისს მოხდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. Читать дальше...

იერუსალიმში შეტაკებების შემდეგ ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა 8 მაისს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს პალესტინელ დემონსტრანტებთან კონფრონტაციის მოლოდინის გამო. დაძაბულობა მაღალი რჩება მას შემდეგ, რაც წინა დღით იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.  პოლიციის კომისრის, იააკოვ შაბთაის თქმით, იერუსალიმის ქუჩებში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გავიდნენ, მუსლიმთათვის წმინდა ღამის, ლაილათ ალ-ყადრის წინ.  "პროტესტის უფლება დაცული იქნება, მაგრამ არეულობას მტკიცე პასუხი გაეცემა, ნულოვანი ტოლერანტობით" - ამბობს შაბთაი განცხადებაში. Читать дальше...



ათობით ადამიანი ემსხვერპლა ქაბულში, სკოლასთან მომხდარ აფეთქებას

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად - აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სამინისტროს პრესმდივნის, ტარიყ არიანის განცხადებით, აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათსა და 27 წუთზე, სიედ ალ-შაჰდას სკოლასთან, ქაბულის დასავლეთში მდებარე, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში. დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეები არიან, ამბობს არიანი და დასძენს, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.  განათლების... Читать дальше...

ვიოლა ფონ კრამონი მელიასთვის გირაოს გადახდაზე: კარგია, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა პირობა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის 40 000 ლარის მოცულობის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამან  გზა უნდა გაუხსნას ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, - დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა. ევროკავშირმა დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის... Читать дальше...

პროკურატურა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს აღარ მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალური პროკურატურა საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს არ მიმართავს. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს პროკურატურაში, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა ვეღარ მოესწრო იმის გამო, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან“ ნიკა მელიას გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გვიან მიიღეს. „თითქმის 18 საათი ხდებოდა, როდესაც "საიასგან" მეილი მივიღეთ და დღეს ვერ მოვასწარით“, - განმარტეს პროკურატურაში. მანამდე უწყებაში აღნიშნავდნენ... Читать дальше...

"რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელების მისვლას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები სოფელ ნამოხვანში იმ ადგილზე იმყოფებიან, სადაც კომპანია „ენკა“ სამუშაოებს აწარმოებს. აქტივისტები ადგილზე კომპანიის წარმომადგენლის და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. აქტივისტებმა მოთხოვნები სოციალურ ქსელში ლაივსტრიმის მეშვეობით გაავრცელეს და ცხელ ხაზზე დარეკეს, სპეციალისტების ადგილზე მისვლის განცხადებით. „რიონის ხეობის მცველები“ სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ დღეს ცაგერსა და ამბროლაურში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ. Читать дальше...

პროკურატურა მელიას საქმეზე: სასამართლოს მივმართავთ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა ანგარიშზე აისახება, ან ჩარიცხვის დოკუმენტს წარგვიდგენენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ძალაშია უწყების წინადადება იმის შესახებ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. უწყებისვე ცნობით, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც გირაოსთვის განკუთვნილი თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ... Читать дальше...



ზაზა გახელაძის პატიმრობის 300 დღე. გადადებული საპროტესტო აქცია

Radiotavisupleba.ge 

13 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს სთხოვს, დაგმოს რუსეთის მონაწილეობა იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაში

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში ამბობს, რომ ევროპულ საბჭოს მიმართა თხოვნით, დაგმოს რუსეთი მისი მონაწილეობისთვის 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში. 8 მაისს, ჟურნალისტების შეკითხვას, წამოჭრა თუ არა აფეთქების საკითხი ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ, ორდღიან სამიტზე პორტუგალიაში, ბაბიშმა უპასუხა, რომ მან ევროპულ საბჭოს "მოუწოდა, დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს მსგავსი ნაბიჯები", როცა დასკვნით განცხადებას წარადგენს ამ თვეში, ბრიუსელში დანიშნულ ევროკავშირის სამიტზე. Читать дальше...

40 წლის წინ

Radiotavisupleba.ge 

რამაზ შენგელიამ, 1981 წლის 13 მაისს დუსელდორფში ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალურ მატჩში გამარჯვებული თბილისის დინამოს ცენტრფორვარდმა, თანაგუნდელები, დინამო, კარიერის საინტერესო ეპიზოდები გაიხსენა 2012 წლის იანვრის ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებს მოისმენენ რადიომსმენელები.

საია: ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ მელიას გირაოსთვის გადახდილი თანხა ბიუჯეტამდე მისულიყო

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა საია-ს დახმარებით. როგორც მედიასთან ნიკა სიმონიშვილმა განმარტა, მედიატორის თხოვნა იყო, რომ თანხა საქართველოს ბიუჯეტში ისეთი ორგანიზაციის გავლით ასახულიყო, რომლის დამოუკიდებლობასa და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. „ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის“... Читать дальше...

გიორგი კონდახიშვილი: პროცედურით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად პროკურატურამ ახლა სასამართლოს უნდა მიმართოს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის ჩარიცხვის შემდგომი პროცედურის განმარტებისას ამბობს, რომ ვინაიდან ნიკა მელია ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ახლა საჭიროა სასამართლომ მისი პატიმრობა გააუქმოს. „პროკურატურამ ახლა უნდა მიმართოს სასამართლოს, ვინაიდან ნიკა მელია ამჟამად იმყოფება პატიმრობის ქვეშ და სასამართლომ ეს პატიმრობა უნდა გააუქმოს. შესაბამისად, როგორც კი პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და ჩაინიშნება პროცესი... Читать дальше...

პუტინი და მერკელი აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) წევრ სახელმწიფოებს მილოცვა გაუგზავნა მათი მიერ შესრულებული როლისთვის მოკავშირეთა გამარჯვებაში მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, და გამოვიდა მოწოდებით, "ძმურმა მეგობრობამ და ურთიერთდახმარებამ" გაამყაროს სამომავლო ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის. ომის დასრულების 76-ე წლისთავს დასავლეთ ევროპაში 8 მაისს აღნიშნავენ, ერთი დღით ადრე, სანამ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ჩატარდება. გერმანიის კანცლერი... Читать дальше...

ევროკავშირი აცხადებს Pfizer/BioNTech-თან ვაქცინების მასშტაბური კონტრაქტის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

პორტუგალიაში თავშეყრილმა ევროკავშირის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ Pfizer/BioNTech-თან მიაღწიეს კონტრაქტს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1,8 მილიარდი დოზის თაობაზე. 8 მაისს გამოცხადებული შეთანხმება ითვალისწინებს არა მხოლოდ ვაქცინების წარმოებას, არამედ იმის უზრუნველყოფასაც, რომ წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტები ევროკავშირში იქნება მოპოვებული. განცხადების ფონია სკეპტიციზმი, რომელიც გაჩნდა აშშ-ის წინადადების გარშემო პატენტის მოხსნის თაობაზე ვაქცინების საწარმოებლად. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა... Читать дальше...

პატიმრობა შეეფარდა 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ პირს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, თავად ბრალდებულს სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლია. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა მარიამ ნიკოლაიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ არსებობდა ფაქტობრივი გარემოებები და ფორმალური საფუძვლები იმისთვის... Читать дальше...

ევროკავშირმა ნიკა მელიას სასარგებლოდ 40 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობას უხდის ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე. ეს ორგანიზაციებია "ევროპული... Читать дальше...

აქცია წნორში - მოსახლეობა ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათ საძოვრებს ყიდის

Radiotavisupleba.ge 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის თემს მიერთებული ორი სოფლის, კვენაკელისა და ასანურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ის მიწის ნაკვეთები, რომელსაც მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში საძოვრად იყენებდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში ლაპარაკია ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 90 ჰექტარს შეადგენს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონის გამოცხადებამდე მიწის... Читать дальше...

აშშ-ის მთავრობამ მოიპოვა იმ ჟურნალისტების სატელეფონო მონაცემები, რომლებიც აშუქებდნენ ტრამპის კამპანიის კავშირებს რუსეთთან

Radiotavisupleba.ge 

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ 7 მაისს წერს, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საიდუმლო გზით მოიპოვა სატელეფონო მონაცემები მისი სამი რეპორტიორისა, რომლებიც აშუქებდნენ ფედერალურ გამოძიებას კავშირებზე რუსეთსა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიას შორის. როგორც ჩანს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმ წყაროების დადგენა, რომლებსაც რეპორტიორები ეყრდნობოდნენ 2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიებში. ეს მასალები იბეჭდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის პირველ თვეებში, მაშინ, როცა ფედერალური გამომძიებლები იკვლევდნენ... Читать дальше...


Музыкальные новости
Филипп Киркоров

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»





Персональные новости
Александр Волков

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города»





ესეც 9 მაისია!

Radiotavisupleba.ge 

„მე ვყვირი, ვღრიალებ... ზურგს უკან ხმა მესმის - ვხვდები, სარდაფის კარი ჩაკეტეს. ორიდან (წითელარმიელიდან) ერთ-ერთმა მაჯებში ჩამავლო ხელი და გასასვლელში გამიყვანა. მეორემ ხელი ყელში წამავლო და ისე მიმათრევს. დახრჩობის შიშით ყვირილი შევწყვიტე. ძირს მაგდებენ. ჯიბიდან რაღაც მივარდება. ხმაზე ვხვდები, რომ სახლის გასაღებების აცმაა. თავით მიბჯენილი ვარ სარდაფის კიბის უკანასკნელ კიბეს, ზურგით კი - ცივ ნესტიან ქვას. მაშინ, როცა ერთ-ერთი ქვედა საცვალს მახევს და ჩემზე ძალადობს, მე ვცდილობ სინათლის სხივს ვუყურო, რომელიც ჭუჭრუტანიდან ანათებს. Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, საკითხი დაყენებულია... Читать дальше...

ინდოეთს მოუწოდებენ საყოველთაო "ლოკდაუნის" გამოცხადებისკენ, ევროპის ზოგ ქვეყანაში შეზღუდვები იკლებს

Radiotavisupleba.ge 

ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის სულ უფრო მძლავრად მოუწოდებენ მკაცრი, საყოველთაო "ლოკდაუნის" გამოცხადებისკენ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ იკლებს COVID-19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. საყოველთაო შეზღუდვების შემოღების მოწოდებებით გამოდიან სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, ოპოზიციის ლიდერები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ინდოეთში COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირებს საავადმყოფოები ვეღარ იღებენ, მორგები და კრემატორიუმები გადავსებულია დაღუპულთა გვამებით. ბოლო... Читать дальше...

„რიონის ხეობის მცველებმა“ 23 მაისის აქციის მოსამზადებელი საინფორმაციო შეხვედრა ცაგერში გამართეს

Radiotavisupleba.ge 

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს ცაგერში გამართეს. „რიონის ხეობის მცველებმა“ ცაგერში „მწვანე თეატრთან“ შეკრებილ მოქალაქეებს თავიანთი სამოქმედო გეგმები გააცნეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია. „23 მაისის აქციამდე უნდა ჩაგვეტარებინა სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრები ქალაქებში. Читать дальше...

ევროკავშირი და ინდოეთი სამიტზე იმსჯელებენ სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი და ინდოეთი 8 მაისს დანიშნულ სამიტზე შეეცდებიან, განაახლონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება. სამიტის თემა ასევე იქნება კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების გზები 27-წევრიანი ბლოკისთვის. 8 მაისს ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციას გამართავენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან. მოდი იძულებული გახდა გაეუქმებინა სამიტზე პირადად დასწრების გეგმა, რადგან მის ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. ლიდერები, რომლებმაც სამიტზე თავი მოიყარეს პორტუგალიის ქალაქ პორტოში... Читать дальше...

26 წლის ყაზახი გოგოს ასელ აიტპატევას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი ერთ პირს წარუდგინეს

Radiotavisupleba.ge 

26 წლის ყაზახი ასელ აიტპატევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი ბ.თ.-ს წარუდგინეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა ახალგაზრდა ქალი, რის შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ასელ აიტპატევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Обмен электронными транспортными накладными стал доступен участникам «Биржи грузоперевозок ATI.SU»





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Вольфганг Амадей Моцарт

«Моцарт vs Шопен» от Amadeus Concerts



Москва

Хазин объяснил, зачем готовят деноминацию рубля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net