პროდუქტი - შექმნიდან თეფშამდე... ანუ ასჯერ დაფიქრდი და ერთხელ იყიდე!
რა გზას გაივლის პროდუქტი შექმნიდან ჩვენს თეფშებამდე, ვინ აკვირდება ამ გზას ან ვინ აკონტროლებს: პროდუქტის ხარისხს, შემდეგ - შეგროვების, შემდეგ - დამზადების, შემდეგ - შენახვის, შემდეგ - ბაზარზე გატანის? ვიღაცა ხომ აგებს ამაზე პასუხს? „მომხმარებლის ეთიკაო“ - ხშირად ამ სიტყვებს შემოგაგებებენ ასეთ დროს. უსამართლოდ ჟღერს - ნუთუ მართლა მხოლოდ ხალხის ბრალია, უხარისხო პროდუქტს რომ ყიდულობს? მაშ, აბა ვისი? რატომ ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება, უკვე რამდენი წელიწადია? რატომ გვაფრთხილებენ სპეციალისტები, რომ ქართველი მომხმარებელი სანახევროდ დაუცველია?