ის, რაც უინსტონ ჩერჩილის შესახებ უნდა იცოდეთ
უინსტონ ჩერჩილი ბრიტანეთის და მთელი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ფიგურაა. იგი ინგლისს ყველაზე მძიმე და ბნელ პერიოდში უძღვებოდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები დიდ კრიზისს განიცდიდნენ. პარლამენტში 60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და იყო პრემიერ მინისტრი 1951-1953 წლებში.
ახალგაზრდა ასაკში უინსტონი სამხედრო არმიას შეუერთდა და სამხედრო აკადემია დაამთავრა. იგი ომის კორესპონდენტადაც მუშაობდა, თუმცა 1899 წელს სამხრეთ აფრიკაში დაიჭრა. შემდეგ ბრიტანეთის მოწინააღმდეგეებმა შეიპყრეს, როცა შინ ბრუნდებოდა და დააპატიმრეს.
ჩერჩილმა გაქცევა მოახერხა და ბრიტანელი მაღაროელის სახლს შეაფარა თავი. უინსტონი იქ სამი დღე იმალებოდა, შემდეგ კი სამხედრო ბანაკში დაბრუნება მოახერხა, სადაც ერთ ღამეში ყველასათვის ცნობილი გმირი გახდა.
უინსტონი მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე დეპრესიას ებრძოდა, ამ დაავადებას “შავ ძაღლს” ეძახდა. ზოგჯერ მას ფუნქციონირება, საწოლიდან წამოდგომა უჭირდა. ხშირად კარგავდა მადას, კონცენტრაციის უნარს და ენერგიას. ასევე ცნობილია, რომ ჰქონდა მავნე ჩვევები, რაც დიდი რაოდენობით სიგარის მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაში გამოიხატებოდა.
ჩერჩილს მაჰათმა განდისთან უსიამოვნო დამოკიდებულება ჰქონდა, ხშირად აკრიტიკებდა და ფანატიკოსს უწოდებდა. მას უნდოდა, რომ ბრიტანეთს კოლონიები შეენარჩუნებინა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილმა ინდოეთიდან, ბრიტანეთის არმიისა და მოსახლეობის გამოსაკვებად, ძალიან დიდი რაოდენობით ბრინჯის მარაგი გაიტანა, რასაც მოჰყვა “ბენგალის შიმშილობის” სახელით ცნობილი მოვლენა. ამ კატასტროფას 3 მილიონი ინდოელის სიცოცხლე შეეწირა.
უინსტონი ძალიან კრეატიული და არტისტული ადამიანი იყო. წერდა მემუარებს, ნოველებს, ბიოგრაფიებს. ხატავდა “ჩარლზ მორინის” ფსევდონიმით. ახალგაზრდა ასაკში ჟურნალისტად მუშაობდა. 1953 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიითაც დაჯილდოვდა.
წყარო/ფოტო: The Fact Site