ჯანსაღი კვება სტრესის შესამცირებლად
შფოთვის, სტრესისა და დეპრესიის შემცირება ჯანსაღი ცხოვრების წესითაც შესაძლებელია. კვება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხასიათსა და განწყობაზე.
ორაგული მაგალითად შეიცავს ომეგა 3-სა და D ვიტამინს. ეს ნუტრინები დოფამინისა და სეროტონინის გამოყოფას არეგულირებს, რაც, თავის მხრივ, სიმშვიდესა და დადებით განწყობას უზრუნველყოფს. ასევე ეხმარება გონებას, გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს და უკეთ შეძლოს კონცენტრირება.
პრობიოტიკები და ჯანსაღი ბაქტერიები, რომლითაც მდიდარია იოგურტი, ადამიანს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გონების მუშაობაში, განწყობის გაუმჯობესებაში. ნუში, მაგალითად E ვიტამინსა და ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩახშობას. კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და დიდი ჩართულობა აქვს გონებრივი მუშაობის პროცესში.
შფოთვების შემცირებას ეხმარება რძის პროდუქტები და ხორცი, რომელიც პროტეინებითაა მდიდარი. ციტრუსები, ვაშლი, ბანანი, ასევე სხვა ხილი და ბოსტნეული, რომელიც თან მსუბუქია და თან ძალიან ჯანსაღი.
ეს საკვები დაგეხმარებათ მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, უკეთ აზროვნებაში და მეხსიერების გაძლიერებაში.
წყარო/ფოტო: Health Line