ნათია ფანჯიკიძე: როგორ მიხარია და ვამაყობ გულში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტიც მგონია
0
“ჰააგაში გამარჯვების შესახებ, რომელსაც ინტელექტუალური წრის მიერაც მიეცა ლამის ერთადერთი კვალიფიკაცია – “გვიხარია, რადგან ქოცებს წყინთ”, არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, ვიფიქრე, ვინმეს ისევ მოეჩვენება, ალბათ იმიტომ წერს, ალასანია ბრუნდებაო და სახლში გამომიგზავნიან კიდევ ზონდერ-ჟურნალისტებს. მაგრამ ხედვა მაინც გავასწოროთ, ასე ჯობს, ზოგადად ქვეყნის მომავლისთვის, რომელშიც “ცხოვრება აღარ შეგვიძლია” და რომ აღარ შეგვიძლია, ამის ერთერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ რაც გინდა აკეთე, თუ უნდათ უხილავს გაგხდიან (როგორც ეს ავღანეთში დაღუპული გმირების დახვედრის კადრების უირაკლოდ ჩვენებისას მოახერხეს) და თუ უნდათ ქვეყნის მტრად გამოგაცხადებენ. მხოლოდ ქოცი და ნაცი და მათი მწუხარება-სიხარულიღა დარჩა რეალობად და დანარჩენი ყველა აუთსაიდერია ქვეყნის ცხოვრებისგან. ჰააგაში გამარჯვება არის საქართველოსთვის საუკუნის გამარჯვება ყველა თვალსაზრისით. გამარჯვებაა, უპირველესად ისტორიის წინაშე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომავლის წინაშე. საბუთები უნდა გვქონდეს წესრიგში. ასე იწერება ისტორია. რაც არ დაწერილა, არც არსებობს. რუსეთს რომ ჰააგაში ვუჩიოდით, მაგ საჩივარის მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროში ირაკლის შექმნილ საბუთებზე დაყრდნობით მომზადდა. ასევე, საქართველოს პროკურატურას ჰქონდა კარგად ნამუშევარი, ესეც უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც უხარია და სიხარული არ უნდა იყოს ზედაპირული, უნდა ვიცოდეთ ვინ რა აკეთა ამ გამარჯვებისთვის. წარმოგიდგენიათ, რომ მანამდე 18 წელი იყო გასული აფხაზეთში ომიდან და ქაღალდის ნაგლეჯი ანუ საკმარისი “საფუძველი არ არსებობდა” ჩივილის, თითქმის არ არსებობდა იურიდიული ძალის დოკუმენტი, რომელზეც ეწერა, რა დაემართა ქვეყანას და რა გვიქნეს რუსებმა?? ასე რომ როგორ მიხარია და ვამაყობ გულში, ამაზე ლაპარაკი ზედმეტიც მგონია. ასევე დაუფარავად ვამაყობ, რომ რეზოლუციაც დევნილების შესახებ, რომელიც დღესაც მთავარი სამუშაო დოკუმენტია (აქ აფხაზეთის პროკურატურას ჰქონდა კარგად ნამუშევარი) და ამას ეფუძნება მთელი ჩვენი ტერიტორიული ხელყოფის ისტორია, ირაკლის შექმნილი და გატანილია. ხოდა ქვეყნის ისტორიის წინაშეა ეს გამარჯვება უდიდესი რამ და მხოლოდ ამის მერეა საინტერესო ქოცს ეწყინება, თუ ნაცს გაუხარდება.
გიხაროდენ, გიხაროდენ, ნაცოც, ქოცოც და უბრალოდ ადამიანებო, რომლებსაც ამ და არცერთ სხვა ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე.