Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე: შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ …

0

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, “ხალხის ძალის” წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილისთვის კარგი არაფერი ემეტება, მისი სიტყვები “ძაღლი მიაკვდა სულში”, უკან არ მიაქვს, არ ეცოდება და მისი სიკვდილიც არ ეწყინება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებს, სხდომათა დარბაზში მის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ რეპლიკასთან დაკავშირებით განუცხადა.

“მიშა სააკაშვილმა იმდენი ცოდვა ჩაიდინა ამ ქვეყანაში, რომ მისთვის მე არაფერი კარგი არ მემეტება. შეიძლება ვაპატიო მე რაც დამმართა, ვერ ვაპატიებ ვერც გირგვლიანს, ვერც გამცემლიძეს, ვერც თეთრაძეს, ვერც აფხაზეთს, ვერც სამაჩაბლოს. იმის მაგივრად, რომ ყოველ დღე ბოდიშები ეხადა, ჩამოვიდა კონტეინერით, რომ უბედურება მოუწყოს ქვეყანას, 300 ათასი კაცი პატიმარი ჰყავდა. მე არაფერი უკან არ მიმაქვს, არ მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, არ მეცოდება-მეთქი, მეტი როგორ გითხრათ, დაანებეთ თავი მიშა სააკაშვილს, შეეშვით ამ ხალხს, დააცადეთ ცხოვრება. მიშაზე უფრო მძიმე ავადმყოფები არიან საავადმყოფოში, ასეთი ლაჩარი პრეზიდენტი რომ გყავთ, არ გრცხვენიათ? – მე მრცხვენია, გვარამია ზის კაცურად, ხმას არ იღებს. ვინ ტიროდა ასე, “ვაიმე დედიკო მიშველე”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, როცა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, უხერხული იყო თუ არა მისი რეპლიკა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ რას უსურვებს სააკაშვილს, მისი უფლებაა.

“რა ვქნა მერე, რა არის უხერხული? – მე პრეტენზია მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საპყრობილეში და არის საავადმყოფოში.

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, რომ ცოცხალი იყოს და მე რას ვუსურვებ ეს ჩემი უფლებაა. არ მეცოდება. მიშა სააკაშვილი იმსახურებს ყველაზე უარესს, მასზე დიდი დამნაშავე ქართულ სამყაროს არ ჰყოლია. უხერხული იცით რა არის, ჩემი შვილები რომ უჩემოდ გაიზარდნენ, ის იყო უხერხული, პარლამენტის წევრი რომ ვიყავი და ქვეყნიდან მაგდებდნენ, ეგ იყო უხერხული, მარნეულში რომ ქონება ჩამომართვეს.

უიმე დედას ბიჭი, გახდა, ხომ? რამდენი პატიმარი გაიყვანა სააკაშვილმა ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ, რამდენი პატიმარი იხოცებოდა წლიდან წლამდე? ერთი პატიმარი საავადმყოფოში არ ჰყავდა გაყვანილი, ანალიზს არ უკეთებდნენ, „ცე“ ვირუსზე რომ სამკურნალო არ ყოფილიყო. ვისზე მელაპარაკებით?! ჩემი ნება ხომ არის, მიშამ ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მისი სიკვდილი, ჯაფარიძემ თავდაპირველად თქვა – “ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს სიკვდილი მიხაროდეს”, კითხვაზე რატომ უსურვა მაშინ ასეთი რამ, ჯაფარიძე პასუხობს, რომ მას სააკაშვილი არ ეცოდება და მან ნახევარ საქართველოს უსურვა სიკვდილი”.

განმეორებით კითხვაზე, გაუხარდება თუ არა მესამე პრეზიდენტის სიკვდილი, ჯაფარიძე აცხადებს: “არ მეწყინება, ყოველ შემთხვევაში”.

“ის ამ წუთში პრეზიდენტი კი არა სისხლის სამართლის დამნაშავეა და ბევრი სისხლი უსვია ხელებზე”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტის დერეფანში, ვიქტორ ჯაფარიძესთან, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მივიდა და მას “მონა” და “ნაძირალა, არაკაცი” უწოდა, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა – “არაკაცები სახლში მოიკითხე, ბოდიში შენ აღარ გელაპარაკები, მაინც ქალბატონი ბრძანდები”.

წითლიძის თქმით, ჯაფარიძე სააკაშვილის სადღეგრძელოს სვამდა, როცა ის მესტიაში ჩადიოდა.

“მონა ხარ შენ ვიტია ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილს მესტიაში რომ ჩამოდიოდა წითელ ხალიჩას უგებდი, მონა იყავი მის სადღეგრძელოს სვამდი, ნაძირალა! “, – მიმართა წითლიძემ ჯაფარიძეს, რაზეც ჯაფარიძე პასუხობს – “დედას ვაგინებდი”.

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიჰკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником


Спорт в России и мире
Москва

Что можно отметить в этот день


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На ПМЭФ-2024 Краснодарский край подписал 40 протоколов на 272 млрд рублей





Путин в России и мире
Москва

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду



Москва

Массовый сбой в работе Telegram затронул США и Европу

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net