Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

რომან გოცირიძე: რა ანაკლიის ამშენებლები ხართ, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას

0

რა ანაკლიის ამშენებლები ხართ, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მართლა ვინმე შემოვა ქვეყანაში ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად, ესენი იქნებიან რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც მისცემენ გარანტიას, რომ შეიცვლება პროპორციაა.

„გუშინ ვიხილეთ მთავრობის უბადრუკი მცდელობა გაასაღოს წარუმატებლობა წარმატებად და რომლის გამართლების ასეთივე უსუსური მცდელობა ვნახეთ დღეს პარლამენტის ამ დარბაზში. საკითხი ეხება ენერგეტიკას და ანაკლიის პორტს. თითოეული სიტყვა, რაც გუშინ მთავრობაზე ითქვა, თითოეული რიცხვი რაც იქნა დასახელებული, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობა მოიქცა დანაშაულებრივად, დაანგრია ეკონომიკური პროექტები ენერგეტიკაში და ძირი გამოუთხარა ანაკლიის პორტის პროექტს. ერთადერთი რაც გულწრფელად წამოსცდათ, ეს იყო ის, რომ ხუთი წლის განმავლობაშიო, ჰესები არ აგვიშენებია ჩვენო და ისე რიხით ამბობდნენ, თითქოს, ხუთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ კი არ მართავდეს ამ ქვეყანას, არამედ უცხოპლანეტელები, ჰუმანოიდები ჩამოსული რომელიღაც ვარსკვლავებიდან. დანარჩენი, რაც სიამაყით გამოაცხადეს, ყველაფერი იყო ჩავარდნილი, მათი საქმიანობის ლუსტრაცია. გამოაცხადეს, რომ თურმე, 2.5 მილიარდის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ჰესებში და სულ მალე დაიწყება ტენდერების გამოცხადება. ეს ნიშნავს იმას, რომ ნენსკრა, რომელიც დაწყებული იყო და იყვნენ კორეელი ინვესტორები, ჩაფლავდა; “ნამახვანი” რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული ბნელი ძალების მიერ და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩაფლავდა. ნახევრად დამთავრებული და კომუნისტების დროს გვირაბი უკვე გაყვანილი იყო ხუდონზე, ეს პროექტი ასევე ჩაფლავდა. ახლა სიამაყით გვეუბნებიან, რომ ყველაფერს თავიდან გამოვაცხადებთო, როდესაც დღეს ყველა ეს პროექტი უნდა ყოფილიყო დამთავრებული და ექსპლუატაციაში შესული. რის ანაკლიის ამშენებელი ხართ მთავრობის მიერ. აგერ ბიუჯეტი გუშინ განვიხილეთ, სადაც 2.8 მლნ არის ჩადებული ანაკლიის პროექტის ტენდერის მოსამზადებლად, სადაც უცხოელი ინვესტორები უნდა შემოგვეყვანა. ახლა კომიტეტში ბიუჯეტს ვიხილავთ და განაცხადეს სხვა რამ, ანაკლიას მთავრობა ააშენებსო, 51%-ს დააფინანსებს მთავრობა და მერე მოვიძიებთ ვიღაცებს, ვინც 49%-ში შემოგვეკედლებაო. 49%-ში მონაწილეობას არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას, რომელიც ბუნებით არის არაეფექტიანი, და საქართველოს შემთხვევაში, არის კორუმპირებული და უყაირათო. თუ სახელმწიფო პორტი კარგია, მაშინ ფოთი რატომ არის კერძო? გახსოვთ რა იყო ფოთის პორტი? ჩამონგრეული, ტერმინალები რომ იყო გაყიდული ცალკეულ პირებზე და კრიმინალები რომ თარეშობდნენ. რისი სახელმწიფო ანაკლიის პროექტი. თუ მართლა ვინმე შემოვა აქ ამ ტენდერის შემდეგ, ესენი იქნებიან რუსული კომპანიები. ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებსაც მისცემენ გარანტიას, რომ შეიცვლება პროპორცია. მთავრობას რომ აქვს 51%, გახდება 49 და მეორე მხარე გახდება 51%. რეალურად არ არის გამორიცხული, რომ ასე სასწრაფოდ ანაკლიის პროექტის დაანონსება გარკვეულ მოძრაობებთან იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, რაც გუშინ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებამ მოისმინა, კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანას ამ ხელისუფლებამ დააკარგვინა ანაკლიის პროექტი.

„პროექტის გაჩერებით ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. მისი პოლიტიკური როლის გაძლიერება, პირდაპირ მოემსახურა რუსეთს და ფაქტობრივად, ამ პროექტის გაჩერებით ხელისუფლებამ განახორციელა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. ეს პროექტი არის სიცოცხლისუნარიანი და აშენდება, მაგრამ არა ამ ხელისუფლების მიერ, არამედ იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხისა და ქვეყნის სამსახურზე და არა პირად ინტერესებზე. ვინაიდან გუშინდელი განცხადებები იყო გაჯერებული პირადი და ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით“, -განაცხადა გოცირიძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме


Спорт в России и мире
Москва

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Сервис email-маркетинга DashaMail интегрировал в свою экосистему конструктор виджетов LeadPlan





Путин в России и мире
Москва

«Всуе не упоминать!»: Путин на ПМЭФ остудил ядерные фантазии и вспомнил Сталина


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

Встреча, посвященная творчеству Булата Окуджавы, пройдет 9 июня в Доме творчества «Переделкино»



Москва

В Москве хотят создать «Нейрокладбище» с дипфейк-аватарами умерших

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net