Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

ბექა ოდიშარია პაატა მანჯგალაძეს: მართლა თუ გეომება, წადი, გმირი ბიჭების გვერდზე დადექი

0

ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ? ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი და მართლა თუ გეომება, გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბექა ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტია მებრძოლ ბიჭებს პატივს სცემს.

„საოცარია რა ყველაფრის სწავლება, მორალის კითხვა ვისგან, და რა მიმართულებით?! ჩვენ რომ მებრძოლებს პატივს ვცემთ, ჩვენ რომ ამას გამოვხატავთ და რა ფორმითაც გამოვხატავთ, სისტემურად, მართლაც ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით ამაზე გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა.

„ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ?! საერთოდ, აქედან, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი, ადექი და მართლა თუ გეომება და გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომში წასულ დეპუტატებზე და აღნიშნა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკრაინაში „ტიკ-ტოკმეომარი“ იყო.

„სულ ორ „ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი, ერთი ჩრდილოთ კავკასიიდან და მეორე – თქვენი „ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო იქ რომ დარბოდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მაგრამ როგორც კი აგრილდა წამობრძანდა. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი, ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, სახლში არ გაქვთ ნაძვის ხე და არ აუნთეთ თქვენ ბავშვებს? განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, პირდაპირ კონკრეტული ხელიდან რომ იღებთ გარკვეულ საკვებს, დარწმუნებული ვარ, გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები. უბრალოდ, არ მინდა, თორემ რა სინონიმიც აქვს თქვენ პარტიას „გრინჩები“ თქვენთვის ნამეტანი გაკეთილშობილება იქნება, ან რას ვერჩი იმ „გრინჩებს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროპარლამენტს მიღწეულ პროგრესს აცნობს, ოპოზიცია კი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„[ამბობთ] ევროპარლამენტარებს ლანძღავთო, ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს? ჩვენ ევროპარლამენტარებს დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ, აგერ არის პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ჩვენი ევროპული მიმართულების გუნდი, კარდაკარ დავდივართ პროგრესს ვაცნობთ, თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ და მერე უბრალო ადამიანების სალანძღავს ხდით. ვინ უფრო მეგობარია ევროპარლამენტის, ჩვენ თუ თქვენ? – მაინტერესებს! მართლა საზღვარი აქვს, რა კვაზი პოლიტიკური საზოგადოება და რა წრე არის?! დასრულებული არ გაქვთ [სიტყვით გამოსვლა პლენარულ ხდომაზე] და გარბიხართ და დგახართ მიკროფონებთან. გვერდში რომ გიზის, კაცს სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა არ ესმის, ის ტოლერანტობაზე გვიკითხავს მორალს. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გამო ცხოვრებაში ავტომატი ხელში არ გჭერია. სად იყავი 2008 წელს, მე და ჩემი მეგობარი იქ რომ ვიყავით? სხვათა შორის, არც ტელეოპერატორი მახლდა და არც სელფებს ვიღებდი, არც არავის ნებართვა და ორგანიზება დამჭირვებია, სად უნდა წავსულიყავი. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ოცნებასთან“ მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ, მებრძოლი ბიჭების პატივისცემას. მართლა დიდება მებრძოლ ბიჭებს, ცოცხლებს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაღუპულებს მარადიული ხსოვნა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ახალგაზრდებს „ნამდვილ მებრძოლებად აქცევს, რომლებიც საზარბაზნე ხორცი არ იქნებიან“.

„ვსაუბრობ 23 წლის ასაკამდე სტუდენტებზე. ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩაერთონ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ყოველ წელს ერთთვიან მათ მომზადებას, ქცევას ნამდვილ მებრძოლებად, ადამიანებად, რომლებიც საზარბაზნე ხორცი არ იქნებიან, 2008 წელს რომ ბომბი რომ გავარდა და რეზერვისტები ავტობუსებით მიატოვეს. [პროგრამის ფარგლებში] ბიჭები და გოგონები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან სამშობლოს დასაცავად. ამას ვამბობ, როგორც სამი შვილის მამა“,- აცხადებს ოდიშარია.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე, „ქართული ოცნების“ ხედვა და მიდგომა საკუთარი სამშობლოს, სამხედრო ძლიერებისა და თავისუფლების მიმართ.

„თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ და თქვენ, თქვენს გულში არსებულ, დაბუდებულ ბოღმას და პოპულიზმს მიხედეთ და ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ“, – განაცხადა ოდიშარიამ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры


Спорт в России и мире
Москва

Футбольная сборная России забила Белоруссии 4 безответных мяча


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Акция «Чистый лес» состоялась в округе Шатура





Путин в России и мире
Москва

«Всуе не упоминать!»: Путин на ПМЭФ остудил ядерные фантазии и вспомнил Сталина


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Нюша

Выпускников Оренбургской области за 5,6 млн рублей на праздничном концерте поздравит Нюша



Москва

Самолеты до Читы и кампус вуза должны появиться в Краснокаменск

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net