ცვატა ბერძენიშვილი: ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, რომელმაც ამაყად განაცხადა, მეო, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ფილმში გეის როლს არ ვითამაშებო …
0
სოციალურ ქსელში ორი მსახიობის კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის ერთ-ერთმა სცენამ საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მსახიობის როლია, ნაწილი კი მიიჩნევს რომ მსახიობისთვის უდა არსებობდეს რაღაც, რასაც არასოდეს ითამაშებს. ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გადაცემა “რა, სად, როდის” ერთ-ერთი მონაწილე, ცვატა ბერძენიშვილი:
“ვიღაც ჟურნალისტს სპექტაკლიდან ამოჭრილი სცენა გამოუდევს, სადაც ორი ქართველი მსახიობი კაცი ერთმანეთს კოცნის, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეს რა ვნახეო.
ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, მეო, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ფილმში გეის როლს არ ვითამაშებო.
შეგახსენებთ, რომ წლების წინ გია გურგულიამ ითამაშა იმ კაცის როლი, რომელმაც ავღანეთის ომში 10 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დედაც ზედ დააკლა, მაგრამ “კაცია და გეის როლს არ ითამაშებს ძმაო…”
მაღალ ზნეობად შეფუთული რამხელა მორალური ხრწნა ჩანს ამ ყველაფერში…” – წერს სოციალურ ქსელში ცვატა ბერძენიშვილი.