Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

პაატა ზაქარეიშვილი: ეპროპარლამენტარების განცხადებებზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა: „აი დარდი“ – მათ არ უნდათ ევროკავშირი

0

მიხეილ სააკაშვილი თუ გარდაიცვალა, ყველა ვიდარდებთ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც იდარდებენ და მორჩა, ამოისუნთქავენ , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილს გაიყვანენ პოლიტიკური სცენიდან, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი შვება იქნება, რადგან აღარაფერი დაემუქრებათ.

„თუ სააკაშვილი დაზიანდება, მოკვდება ან იმდენად დაინვალიდდება, რომ პოლიტიკაში ყოფნას ვეღარ მოახერხებს, მგონი, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ვერ შეიქმნა მასთან მიახლოებული ფიგურაც კი, ოდიოზურიც კი, ყველანაირი. ფაქტია, ვერ შეიქმნა და თუ მას გაიყვანენ პოლიტიკური სცენიდან, ეს იქნება ძალიან დიდი შვება „ქართული ოცნებისთვის“, დიდხანს მათ არაფერი არ დაემუქრებათ. „ოცნება“ როგორც თამაშობს ნატო-სთან და ევროკავშირთან, ამბობს მივდივართ და ამ დროს არ მივდივართ, სააკაშვილთანაც ასე თამაშობს, თამაშობს მის ჯანმრთელობაზე. ამბობენ: „ჩვენ ვუვლით, ვპატრონობთ“ და თუ გარდაიცვალა, ყველა ვიდარდებთ, თვითონაც იდარდებენ დარწმუნებული ვარ და მორჩა, ამოისუნთქებენ. მე მათგან ყველაზე ცუდ ვარიანტებს ველოდები. ისინი თითქმის დარწმუნებული არიან, სააკაშვილს რამე რომც მოუვიდეს, ხალხი გამოვა ქუჩაში, იქნება გარკვეული პრობლემები, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ იმდენად არაპოპულარულია სააკაშვილი, რომ ეს ყველაფერი ჩაიფარცხება და თვითონ დარჩებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი ევროპარლამენტარების მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართლ ოცნებას“ მათი კრიტიკული განცხადებები არ ადარდებს.

„ „აი, დარდი“ – დარწმუნებული ვარ, ასეთი დამოკიდებულება აქვთ. მათ არ უნდათ ევროკავშირი, რადგან ევროკავშირი არის მოთხოვნები დემოკრატიაზე, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც არაფერს ითხოვს. მთავარი პირობაა, რომ საქართველომ არ შეუქმნას რუსეთს დისკომფორტი, რომ საქართველო არის ისეთივე მსხვერპლი, როგორც უკრაინაა და დღეს, რაც ხდება უკრაინაში რუსეთ-უკრაინის პრობლემაა. რაც მოხდა 2008 წელს, თურმე მხოლოდ სააკაშვილის ბრალი ყოფილა. მე კარგად ვიცი, რა მოხდა 2008 წელს, კობახიძეს წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ დღეს ის ხელისუფალია და უნდა ილაპარაკოს არა წარსულზე, არამედ დღევანდელობაზე. სამარცხვინოა, როცა დღემდე ლაპარაკია წარსულზე, მაშინ ბარემ ჰიტლერზე ილაპარაკონ და პირველ მსოფლიო ომზე.

რაც არ უნდა ეფერონ ევროპას, ევროპა მათ მოსთხოვს თავისუფალ არჩევნებს, მართლმსაჯულებას, დეცენტრალიზაციას, ადამიანის უფლებებს. ევროპას არ სჭირდება კარგი დამოკიდებულება საქართველოსგან, ევროპას სჭირდება ღირებულებები, ხოლო რუსეთს არ სჭირდება, მეგობრობაც არ სჭირდება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას არ დაადგა, ევროკავშირს მეორე უნგრეთი არაფერში სჭირდება.

„ევროკავშირს არ სჭირდება ახალი უნგრეთი ევროკავშირში. საქართველომ ამ ფორმით რომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი, თავში აუვარდება და ყველაფერს მიიწერს თვითონ. იტყვიან, „ხომ ხედავთ ჩვენ რას ვაკეთებდით და მაინც მოგვცეს“ და კიდევ მეტად გააგრძელებენ ანტიდემოკრატიულ მოძრაობას. ეს ევროკავშირს კარგად ესმის. მათ საქართველო ქართული ღვინის გამო ხომ არ უყვართ, მათ სჭირდებათ სანდო პარტნიორი კავკასიაში და თუ საქართველო ანტიდემოკრატიულია, რაში სჭირდებათ მათ ეს ტერიტორია, რომ გააძლიერონ რუსული კომპონენტი ევროკავშირში? – ასი წელი არ სჭირდებათ მათ ეს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации


Спорт в России и мире
Москва

Что можно отметить в этот день


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Ига Свентек в четвертый раз выиграла Открытый чемпионат Франции по теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений





Путин в России и мире
Москва

Путин: Москва оставляет за собой право поставок вооружения партнерам


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Саксофонист Бутман нашел плюсы в отмене русской культуры за рубежом



Москва

Психологи объяснили, почему некоторых женщин влечет к абьюзерам и психопатам

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net