Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

კახა ქემოკლიძე: ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტზე პოპულისტურ-დემაგოგიურია

0

ბატონი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება იყო პოპულისტურ-დემაგოგიური. არბიტრაჟს რომ ახსენებს, სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ, რომლის თანახმადაც, ხაზარაძე-ჯაფარიძემ „5 წელში ვერ შეასრულეს ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდეს პროექტი, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს საარბიტრაჟო სასამართლოში 1.5 მილიარდს საქართველოს ედავებიან.

ქემოკლიძემ მაგალითად სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის არსებული კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავის, „ნამახვანჰესის“ გარშემო მომხდარი მოვლენები მოიყვანა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით ხელისუფლებამ „ქარს გაატანა“.

„მაგალითად, „ნამახვანჰესის“ 850-მილიონ დოლარიანი ინვესტიცია რომ ქარს გაატანეს, სხვათა შორის, ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით და ის კომპანია რომ საარბიტრაჟო დავას ახორციელებს დღეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს ვისი პასუხისმგებლობის ზონაა? რეალურად, ელექტროენერგიის იმპორტზე რომ ხარ გადასული და შენი ჯიბიდან ფულს უხდი რუსებს და მათზე დამოკიდებული რომ გახდი ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ამ დროს კი, 850-მილიონიანი ინვესტიცია სუფთა ფულად და ათასობით ადამიანის დასაქმების საშუალება რომ ქარს გაატანე, კომპანიამ რომ საარბიტრაჟო დავა დაიწყო შენ წინააღმდეგ, ეს ვისი პასუხისმგებლობის ზონაა, ხაზარაძის და ჯაფარიძის? შერჩევითი სამართალი აქვთ და ამ ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ სელექტიურად იღებენ რაღაც ქეისებს და პოპულისტურ-დემაგოგიური პრიზმით ცდილობენ საზოგადოებას მიჰყიდონ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე შეფასებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიზანი იყო ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, თუმცა, როგორც ქემოკლიძე აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

„როგორც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მთელი ჩემი სამსახური იყო ფოკუსირებული იმაზე, რომ უსაფრთხოების განზომილებაში, ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ეს პროექტი უნდა აშენებულიყო. გახარიას მხრიდან მიზანი და ამოცანა იყო ძალიან მკაფიოდ დასმული, რომ „კახა, გააკეთე ყველაფერი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. დაველაპარაკოთ ამას, შენ მანდატი გაქვს და იმოქმედე“. შესაბამისად, ჩვენც ვმოქმედებდით და მეორე ინვესტორი, რომელიც გაცილებით, 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო, პირდაპირ ამბობდა, რომ „მომეცით გარანტია სახელმწიფოს მხრიდან“. პრემიერი ეუბნებოდა, რომ ეს გარანტია მათ აქვთ, შესაბამისად, ის მოელაპარაკებოდა დანარჩენ კერძო ინვესტორებს და ეს პროექტი განხორციელდება. სამწუხაროდ, ეს გარიგება აქეთ მხარეს მყოფ კერძო ინვესტორებთან ვერ შედგა, რადგან მათ, როგორც ჩანს, საკუთარი პირობები წამოაყენეს.

ივანიშვილის პოზიცია როგორი იყო, წარმოდგენა არ მაქვს. მე ფაქტებით და იმით ვმსჯელობ, რასაც საკუთარი თვალით და მოქმედებებით ვაკვირდებოდი. არ ვამბობ, რომ მას პოზიცია არ ექნებოდა. პარტიის თავმჯდომარე იყო და მსგავსი ტიპის მსხვილი პროექტები საბოლოო ჯამში, ალბათ, მასთანაც გადიოდა. რაც არ ვიცი, იმას ვერ გეტყვით. ივანიშვილს არ შევხვედრივარ, არ მისაუბრია ამ თემაზე. მე მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გახარიას ვესაუბრებოდი და მისი მხრიდან ვხედავდი მკაფიო მზაობას – ისევე, როგორც ამერიკელები ხედავდნენ მკაფიო მზაობას. იმაზე ვერ გესაუბრებით, რაც ჩემი მზერის მიღმაა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ექნებოდა საკუთარი პოზიცია, მაგრამ იმ დროის მონაკვეთში, როდესაც პრემიერ-მინისტრის აპარატთან ერთად ვმუშაობდი, არ მაქვს იმის განცდა ვინმესგან ინსტრუქცია მოდიოდა, რომ ეს პროექტი არ გააკეთო. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იმის დამოუკიდებლობა და ხედვა, რომ ეს პროექტი სწორად განხორციელებულიყო“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей


Спорт в России и мире
Москва

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Янник Синнер

Россиянин Котов уступил итальянцу Синнеру в третьем круге "Ролан Гаррос"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Очень дорого: во сколько обходится владение электромобилем в крупных городах





Путин в России и мире
Москва

Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин и Лукашенко обсудили парад в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Трансляции концертов оркестра Бутмана в Китае посмотрели более 50 млн человек



Москва

Власти заявили, что россияне сами просят повышения для них налогов, а на форумах властям отвечают, что "устали платить за всех!"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net