“მშვიდობით, საყვარელო ვილა” – ნიკიტა მიხალკოვს იტალიაში შესვლას აუკრძალავენ
24 თებერვლის შემდეგ, რუსმა რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა საჯარო გამოსვლებში და კერძოდ გადაცემა «Бесогон»-ში არაერთხელ მოიწონა, გაამართლა და აღფრთოვანებულიც კი იყო რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით უკრაიაში.
ცნობილი რეჟისორი არ მალავს ზიზღს დასავლეთის მიმართ. მიხალკოვმა ისიც კი თქვა, რომ ევროპაში ვერ იცხოვრებს, რადგანაც დასავლეთი მოსაწყენია.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეჟისორი ცრუობს. ის ხომ დიდი ხანია იტალიაში მდიდრული ვილის მფლობელია. და, ჟურნალისტების თქმით, ის წლის რამდენიმე თვეს სწორედ ევროპაში ატარებს.
თუმცა, ძალიან მალე ნიკიტა მიხალკოვი დაკარგავს შესაძლებლობას ისარგებლოს სიმშვიდითა და კომფორტით საკუთარ იტალიურ სახლში. ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მალე სანქციებს დააწესებს მიხალკოვის, გრიგორი ლეპსისა და მედიის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის “სპეცოპერაციას”.
ეს ნიშნავს, რომ რეჟისორი ვეღარ შეძლებს საყვარელი დეტოქსის პროგრამების ჩატარებას ქალაქ ალიკანტეს მახლობლად მდებარე Sha-ს კლინიკაში და საკუთარი ვენახის ღვინის მირთმევას. სავარაუდოდ, მისი საყვარელი იტალიური ვილა ნაციონალიზდება.