ჯოზეფ ბორელი: უკრაინაში შეჭრა იყო გამოღვიძების ზარი ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში იყო გამოღვიძების ზარი ევროკავშირისთვის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის თავდაცვის სააგენტოს ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარე კვირაში გაიმართა, სადაც დისკუსიის ამოსავალი წერტილი რუსეთსა და უკრაინას შორის ომი იყო.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მან ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე „პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ანუ იარაღითა და წვრთნით, რათა მან შეძლოს დამპყრობლის განდევნა“.
„ეს ომი ასევე იყო გამოღვიძების ზარი ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ მივეცით იარაღი უკრაინას, მაგრამ ამით მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა. ჩვეულებრივი ომის დაბრუნებით ევროპის გულში, ჩვენ ასევე გავათვითცნობიერეთ, რომ არ გვაქვს კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობები, რათა დავიცვათ თავი უფრო მაღალი დონის საფრთხეებისგან თავად ევროპის კონტინენტზე“, – განაცხადა ბორელმა.