დმიტრი პესკოვი: რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კონფრონტაციის ეტაპამდეა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კონფრონტაციის ეტაპამდეა და მათ ამ პირობებში ცხოვრება მოუწევთ.
„ჩვენ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც „კონფრონტაცია“ ჰქვია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, უნდა ვიყოთ ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ხარისხი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნებს „არ მოსწონთ და არ აპირებენ განსაკუთრებით შეიყვარონ რუსეთი“.