უკრაინელებმა კადიევკაში „ვაგნერელთა“ ბაზა გაანადგურეს
უკრაინელმა დამცველებმა, ლუგანსკის რეგიონში, კადიევკაში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულთა ბაზას დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და ბლოგერი ანატოლი შტეფანი ავრცელებს.
გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ დარტყმამ შენობის ნაწილი დაანგრია. მტრის დანაკარგების შესახებ მონაცემები ზუსტდება.
რუსული მედია ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმას კადიევკას ბაზაზე.
დამპყრობლებმა განაცხადეს, რომ დარტყმა შორი მანძილის MLRS HIMARS-იდან განხორციელდა.
„დარტყმა კერძო სასტუმროში იყო, ის ცენტრალური ბაზრის მიდამოშია. ამჟამად არ მუშაობს. ადგილზე უკვე მუშაობენ მაშველები, ასუფთავებენ ნანგრევებს“, – აცხადებს რუსული მხარე.