გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი
ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური გუნდი იკრიბება და დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევა აქვთ და ამ ნგრევის რესურსებში ეჯიბრებიან ერთმანეთს აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ ვინაიდან მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში, – „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები პარლამენტი პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეაფასა.
„საზოგადოებას სჭირდება სტაბილურობა. როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მისი პირველ მოთხოვნაა რჩეულისადმი, რომ აქ იმუშაოს და მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და არ შეუქმნის ისეთ მდგომარეობას, რომელშიც „ნაცმოძრაობა“ და ზოგადად რადიკალური ოპოზიცია აპირებს, რომ ამყოფოს საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.