თემურ ალასანია: სახელმწიფო ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
ადამიანის ორგანიზმში დარიშხანი და ვერცხლის წყალი შემთხვევით ვერ ხვდება. სახელმწიფო ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.
“ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ეს არ მომხდარა მის ციხეში შესვლამდე. შემოწმებული იყო 2-3 კვირით ადრე, წლიური შემოწმება გაიარა და იყო სრულიად ჯანმრთელი. ამ პირობებში, ციხის თუ ციხის საავადმყოფოს, თუ შემდგომ გორის, შემდგომ “ვივა-მედის” და ასე შემდეგ, ამ პირობებში მოხდა ეს. ადამიანის ორგანიზმში დარიშხანი და ვერცხლის წყალი შემთხვევით ვერ ხვდება. მძიმე მეტალები სააკაშვილის ორგანიზმში ხელოვნურადაა შეყვანილი.სახელმწიფო ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს”, – განაცხადა ალასანიამ.