როგორ ვმართოთ ჩვენი ემოციები
ყველაზე რთულად სამართავი რამ სამყაროში არის ადამიანური ემოცია. ალბათ, გსმენიათ ფრაზა “ვინც მართავს საკუთარ თავს, მართავს სამყაროს”. თითოეული ადამიანი სწორედაც, რომ ცალკეული, სრულყოფილი სამყაროა, რომელიც უამრავ ემოციას, გრძნობას, ელემენტს იტევს, ამიტომ რთულია ქაოსისგან თავის დაღწევა და ამ ყველაფრის სწორად მართვა.
თუ ემოციებს მივცემთ საშუალებას, ჩვენზე გავლენა იქონიონ, მაშინ გაგვიჭირდება საკუთარი თავის კონტროლი. პირველ რიგში, აუცილებელია შინაგან სამყაროსთან კონტაქტი და იმის გაცნობიერება, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვსურს, რა გვაწუხებს, საით გვინდა წავიდეთ. თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობთ, მაშინ ვერ შეძლებთ მას სიკეთე მოუტანოთ. დაუკავშირდით თქვენი გონების ყველაზე ღრმა ადგილებს, მოუსმინეთ მას და მიხვდებით რა გაწუხებთ. შესაძლოა, ეს იყოს ბავშვობის ტრამვა, ცუდი გამოცდილება, დანაკლისი. ტკივილისგან რომ გათავისუფლდეთ, საკუთარ თავს უნდა აპატიოთ.
ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ჩაიკეტოთ. ნუ დარჩებით მარტო მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იარეთ ფეხით. ისეირნეთ პარკში და ესაუბრეთ თუნდაც უცნობ ადამიანებს. მოინახულეთ ძველი მეგობრები, ოჯახის წევრები. სოციალური ინტერაქცია აუცილებელია ადამიანის ჯანსაღი გონებრივი ფუნცქიონირებისთვის. შეგიძლიათ კურსები გაიაროთ ან რაიმე წრეზე შეხვიდეთ. ბუნება, მზე და ჯანსაღი გარემო ყოველთვის დადებითად მოქმედებს ადამიანზე.
გაატარეთ დრო ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ეს თერაპიის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თუ გაქვთ შესაძლებლობა, იარეთ თერაპიაზე. როცა თავს ცუდად გრძნობთ, ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. ამ დროს წარმოიდგინეთ თქვენი შინაგანი ემოციები. ეს ერთი დიდი ფაზლია, მაგრამ განსხვავებაა ისაა, რომ ნაწილი, რომელიც გთრგუნავთ და არ მოგწონთ, შეგიძლიათ მოიშოროთ. თქვენს ფიქრებს მხოლოდ თქვენ აკონტროლებთ. ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მარტივი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ უბრალოდ არასოდეს იფიქროთ ცუდზე.
წყარო/ფოტო: Everyday Health