ის, რაც წლის ბოლომდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ
ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, ალბათ, უკვე დადგით საშობაო ნაძვის ხე და სახლიც მორთეთ სასურველი დეკორაციებიც, თუმცა არის კიდევ რაღაც, უფრო სწორად კი, რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ იქამდე, ვიდრე მოქმედი წელი დასრულდება.
პირველ რიგში, უარი თქვით ყველა არასასურველ ნივთზე, რომელიც თქვენს ენერგიაზე ნეგატიურად მოქმედებს. განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც უარყოფით მოგონებებს ან წლის ცუდ გამოცდილებას უკავშირდება. სახლი კარგად დაათვალიერეთ და გადააფასეთ, რა გჭირდებათ, რაზე შეგიძლიათ უარის თქმა. თუ გაქვთ ისეთი ნივთები, რომლებსაც არ იყენებთ, მაგრამ სხვას, შესაძლოა, გამოადგეს, გაიღეთ ისინი და გააკეთეთ კარგი საქმე.
ბოლომდე მიიყვანეთ დაუსრულებელი საქმეები. თუ გაქვთ ისეთი პროექტი, რომელიც დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ უარი თქვით, დაუბრუნდით და დაამთავრეთ. ახალ წელს ნუ დაიწყებთ ძველი საქმეებით. დაუკავშირდით მეგობრებს, რომელთანაც კონტაქტი გაწყვიტეთ ან ნაკლებად გქონდათ გასული თვეების განმავლობაში. ეს პერიოდი საუკეთესოა ძველი კავშირების აღსადგენად.
გაასუფთავეთ თქვენი მეილები, ფოტოები, სოციალური ქსელები. ძველსა და არასასურველზე უარის თქმა მხოლოდ ნივთებს არ ეხება, ეს, შესაძლოა, არამატერიალური საგანიც იყოს. გადახედეთ თქვენს რეზიუმეს, იქნებ რამის ჩასწორება ან დამატება გსურდეთ. შეადგინეთ მოკლევადიანი გეგმები და საკუთარ თავს გულწრფელად ესაუბრეთ იმაზე, თუ რისი კეთება გსურთ მომავალ წელს.
როგორც ამბობენ, ყოველი ახალი დღე ახალი შესაძლებლობა და შთაგონებაა, ამიტომ ნუ გაუშვებთ ამ შანს ხელიდან.
წყარო/ფოტო: Wise Bread