Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის გარეშე

0

ღმერთმა არ ქნას, რომ ლეტალური შედეგი დადგეს და მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვალოს, ეს იქნება ძალიან ცუდი არა მარტო ადამიანურად, ასევე არა მარტო სააკაშვილის და მისი მომხრეების ან ნეიტრალური ადამიანებისთვის – ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგის მატარებელი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი განმარტებით, არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ახლა საქმე ეხება სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლეს, რადგანაც ამაზე საუბრობს, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ისე არაერთი ქართველი და უცხოელი ექსპერტი.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, საგანგაშოა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის წონა 73 კილოგრამია.

„ეს საგანგაშო ინფორმაციაა. როდესაც ლაპარაკია ზრდასრულ ადამიანზე, მითუმეტეს მამაკაცზე და სააკაშვილის კომპლექციის ადამიანზე, რომელიც ლამის 2 მეტრია სიმაღლით, 73 კგ რომ საგანგაშოა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო, ეს ვფიქრობ, რომ უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ამასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვფიქრობ, ეს შეიძლება მოსამართლემაც კი არ იცის ჯერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ამიტომ, ამის პროგნოზირებას, ამ ეტაპზე, ვერავინ გააკეთებს. სამწუხარო რეალობაა ეს, რაც საქართველოშია. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს. არ მგონია, ამ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს მეტი პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილთან მიმართებაში წარსულში, ვიდრე მე შეიძლება მქონოდა. მას რა დანაშაული აქვს ჩადენილი და რა სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა და სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც ჩვენ საქართველოში არ გვაქვს. ეს არის ზოგადი შეფასება, მათ შორის იგივე სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც გაკეთებული“, – აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას, მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ძალამ.

„უნდა იმოქმედოს, როგორც მართლა ხელისუფლებამ და არა, როგორც გაბრაზებულმა და გაჯიუტებულმა ბავშვმა, რადგან ნებისმიერი პატიმრის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ლაპარაკი იმაზე, რომ ის ჩვეულებრივი პატიმარია ეს არის დემაგოგია და სხვა არაფერი. ყოფილი პრეზიდენტი ვერასდროს იქნება ვერცერთ ქვეყანაში, ვერცერთი წყობის დროს ჩვეულებრივი პატიმარი. ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი“ , – აცხადებს ბურჯანაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მაშინ ჩასვა, როდესაც სააკაშვილმა რეალური საფრთხე შეუქმნა ხელისუფლებას.

„ღმერთმა არ ქნას, რომ ლეტალური შედეგი დადგეს და სააკაშვილი გარდაიცვალოს, მაგრამ ეს იქნება ძალიან ცუდი არამარტო ადამიანურად, არამარტო სააკაშვილის და მისი მომხრეების ან ნეიტრალური ადამიანებისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგის მატარებელი ხელისუფლებისთვის. შეიძლება მეორე დღეს არავინ ჩამოაგდოს ხელისუფლება, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის?! შედეგები ძალიან მძიმე იქნება იმიტომ, რომ ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ადამიანი უცებ ცუდად გახდა ან რაღაც მოხდა და ვერ უშველეს, თვეებია ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება შეუქცევადი პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია, დამთავრდეს პატიმრის, პაციენტის გარდაცვალებით. ამას ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს ჩამოირეცხავს და რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდი იქნება“, – აცხადებს ბუჯარანაძე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме


Спорт в России и мире
Москва

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве проходит акция по безопасному использованию СИМ





Путин в России и мире
Москва

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Денис Мацуев

Денис Мацуев выступит в Екатеринбурге с двумя оркестрами



Москва

Самолет смог вылететь из Бишкека в Москву из-за птиц

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net