Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

გიორგი რუხაძე: ჩვენ რომ ვიყავით ომში და უკრაინა გვაწვდიდა იარაღს, იმას საფრთხე არ ემუქრებოდა და ჩვენ გვემუქრება? არაფერი საფრთხე არ გვემუქრება, ეს საფრთხე არის საქართველოს ხელისუფლების მოგონილი

0

ბუნებრივია, სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ სიფრთხილე უკვე სიმხდალეში გადადის და მეტსაც გეტყვით, ღირსებაზე ახდენს გავლენას, ხელისუფლება ღირსებისგან იცლება და უღირსი ხდება, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, GSAC-ის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები მთლიანად „დაცლილია ღირსებისგან“.

„განცხადებების მერე, რომელიც მოვისმინეთ, გნებავთ ღარიბაშვილისგან, ამ კაცს პრემიერ-მინისტრს უბრალოდ ვერ ვუწოდებ, როგორ შეიძლება ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი იყოს, წარმოუდგენელია, ეს განცხადებები მთლიანად დაცლილია ღირსებისგან, არაფრით შეიძლება.

საქართველოს სამხედრო ძალები რომ ჩართულიყვნენ ომში, ეს იქნებოდა ომში ჩართვა, ხოლო თუ საქართველო დადგებოდა დასავლურ პარტნიორებთან ერთად და ზუსტად იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც ის სამყარო ეხმარება უკრაინას, რომლის წევრობაც გვინდა, ისე მოვიქცეოდით, ეს იქნებოდა ყველაზე ჯანმრთელი და ფრთხილი დამოკიდებულება“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების დონე მივიდა იქ, სადაც თავის დროზე იგორ გიორგაძე იყო.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ისე არიან დაშინებულები, რომ რუსეთს ვერ ახსენებენ. საქართველოს პრემიერს დაუსვეს ძალიან მარტივი კითხვა: „ვის ემხრობით, რუსეთს თუ უკრაინას?“ – კაცმა დაიწყო ბოდიალი. კობახიძესაც ეს კითხვა დაუსვეს, მტერი რომელია, უკრაინა თუ რუსეთიო, მანაც რაღაც კილომეტრნახევრიანი იბოდიალა. მე გეტყვით, ირაკლი წერეთელმა ერთხელ იგორ გიორგაძეს დაუსვა კითხვა: „შენ ვისკენ ხარ, ამერიკელებისკენ თუ რუსებისკენ?“ და იმან რა უთხრა იცით? – საქართველოსკენ ვარო. ანუ ჩვენი ხელისუფლება განცხადებების დონეზე მივიდა იქ, სადაც იყო იგორ გიორგაძე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ამასთან, რუხაძის თქმით, საქართველომ შეიძლება უკრაინას იარაღიც მიაწოდოს და ამის თქმისას „ფერი არ უნდა გვეკარგებოდეს“, რადგან ეს ომში ჩართვას არ ნიშნავს.

„მე მგონია, რომ ყველაფერში შეიძლება მივეხმაროთ უკრაინას და ომში ჩართვასთან ამას კავშირი არ აქვს. შეგვიძლია იარაღი მივაწოდოთ, გენერატორები მივაწოდოთ, ჩვენ არც იარაღს ვაწარმოებთ და არც გენერატორებს. „დვიჟოკებს“ ვაწარმოებთ? აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რას ვაწარმოებთ და რას არ ვაწარმოებთ. დაახლოებით ისეა, ადამიანი რომ ვიღაცას ეხმარება, ზოგი ლარით დაეხმარება, ზოგი ერთი მილიონი ლარით, ოღონდ ყველა ლარს, ყველა დახმარების ზომას მნიშვნელობა აქვს, ეს უკვე დასაფასებელია. შესაბამისად, საქართველო უნდა მიეხმაროს ისე, როგორც შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია იარაღი მივაწოდოთ და ფერი ნუ გვეკარგება, როცა ამაზე ვსაუბრობთ. ესტონეთი რომ აწვდის, ლატვია რომ აწვდის, ავსტრია, ჩვენ რომ ვიყავით ომში და უკრაინა გვაწვდიდა იარაღს, იმას საფრთხე არ ემუქრებოდა და ჩვენ გვემუქრება? არაფერი საფრთხე არ გვემუქრება, ეს საფრთხე არის საქართველოს ხელისუფლების მოგონილი, რომ თავისის საფრთხეები გაანეიტრალოს, თორემ რაც გვემუქრებოდა მანამდე, ის გვემუქრება ახლაც. აუცილებელი არაა, რაც გაქვს ყველაფერი მიცე, მაგრამ შენ შეგიძლია სიმბოლურად მიაწოდო იარაღი უკრაინას. შეიძლება ეს იყოს ჩაფხუტი, ტყვია-წამალი. ეს არ ნიშნავს ომში ჩართვას“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации


Спорт в России и мире
Москва

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Суд отправил под арест подозреваемого в убийстве пенсионера в парке Москвы





Путин в России и мире
Москва

Профессор Кошкин: Запад в шоке от военных кораблей России в Карибском море


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Волочкова резко отреагировала на критику в свой адрес: «Помогите себе сами!»



Москва

Maserati, сбивший двух детей в Подмосковье, ехал со скоростью 280 км/ч

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net