Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგში დააყენა სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი

0

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, თუკი მოსამართლე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას არ მისცემს, ეს მისი მხრიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა იქნება.

მისივე თქმით, მოსამართლის მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მძიმე პროცესების დაწყების ტოლფასი იქნება, რაც ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში დააზიანებს.

„მოსამართლე ხელისუფლების დავალებით ამ განაჩენს გამოიტანს? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იქნება. მე ვფიქრობ, რეალობას მოწყვეტილი გადაწყვეტილება სახელმწიფოში მძიმე პროცესების დაწყების ტოლფასი იქნება, რომელიც დიახაც, დააზიანებს, რა თქმა უნდა, ქვეყანას მრავალი წლის პერსპექტივაში. ამიტომ ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ ის თხელი ყინული, რომელზეც იგი უკვე თვეების განმავლობაში დადის, ერთ მშვენიერ დღეს მას ვეღარ გაუძლებს და აუცილებლად ჩაუტყდება,” – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, სამ ოპოზიციურ პარტიასთან – “სტრატეგია აღმაშენებელთან”, “გირჩი მეტი თავისუფლებასთან” და “დროასთან” გამართული შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევის გარშემო ერთიანდება.

„მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მოსაზრებებისა, ტაქტიკურ სვლებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, განსხვავდებოდეს როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ასევე ოპოზიციაში, ყველას ვალია, რომ ეს ტრაგედია არ დავუშვათ და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის გარშემო სრული ერთობა არსებობს, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ასევე ოპოზიციურ ძალებს შორის. დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი დასტური, რომ იქ, სადაც ქვეყნის წინაშე არის უდიდესი გამოწვევა, ჩვენ ვერთიანდებით. ასე იყო წარსულში, ასე იქნება მომავალში, ასე არის აწმყოში. ვფიქრობ, ყველას ძალისხმევით ჩვენ მოვახერხებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და იქნება საზღვარგარეთ გადაყვანილი,” – აღნიშნა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, პროცესების განვითარება თავიდან ბოლომდე “ქართულ ოცნებაზე” იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგში დააყენა მიხეილ სააკაშვილის, როგორც ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი – მისთვის სიცოცხლის წართმევა, თუ სიცოცხლის შენარჩუნება. მე მჯერა, რომ ამ ძალიან მძიმე პროცესს სახელმწიფოსთვის სასიკეთო ფინალი ექნება. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა, სააკაშვილის მოკვდინების მცდელობა, ვერ დატოვებს ვერც ერთ პატრიოტ საქართველოს მოქალაქეს გულგრილს. საკითხი უკვე დიდი ხანია გაცდა ერთი ადამიანის, თუნდაც ერთი პარტიის, ან რამდენიმე ერთად აღებული ოპოზიციური პარტიის პრობლემას. მთლიანად საზოგადოების პრობლემა არის, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შენ გიკვდება პატიმრობაში და ტყვეობაში. ამას წინ აღვუდგებით ყველა შესაძლო ლეგიტიმური შესაძლებლობებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником


Спорт в России и мире
Москва

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

«Сейчас даже счёт не помню»: Андреева сенсационно победила Соболенко и вышла в полуфинал «Ролан Гаррос»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

На природных территориях Москвы расцветет множество краснокнижных растений





Путин в России и мире
Москва

Профессор Кошкин: Запад в шоке от военных кораблей России в Карибском море


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

«К очереди присоединялась другая»: Тимати раскрыл успех своего бизнеса



Москва

Двое взрослых и один ребенок погибли в ДТП с фурой в подмосковном Одинцово

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net