ISW: აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციების ტემპი უახლოეს კვირებში გაიზრდება.
ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის აღმოსავლეთში ამინდის ისეთი პირობები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების უფრო მაღალ ტემპს.
ინსტიტუტის ანგარიშში მოყვანილია რუსი სამხედრო ბლოგერის ციტირება, რომელმაც 3 დეკემბერს თქვა, რომ კრემენაია-სვატოვოს ხაზზე მიწა გაყინულია და რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, გაზრდიან კონტრშეტევითი ოპერაციების ტემპს ამ მხარეში.
ISW-მ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმაც ისაუბრა. მისი თქმით, კრემენაია-სვატოვოს ხაზზე ამინდი საბოლოოდ იცვლება. ოფიციალური პირი იმედოვნებს, რომ უკრაინული ძალები მალე შეძლებენ გააუმჯობესონ კონტრშეტევითი მანევრირების ოპერაციები, რადგან ტალახი ამ მხარეში მთლიანად გაიყინა.