Добавить новость
123ru.net
News.ge
Декабрь
2022

ნანა გეგეჭკორი: არც ერთი პრეზიდენტის სიცოცხლე არ ღირს რომელიმე სხვა ადამიანის სიცოცხლეზე მეტი, მაგრამ არც ნაკლები ღირს

0
“როცა ადამიანები სხვებზე საუბრობენ, განსაკუთრებით თავიანთ მტრებზე, ამ დროს საკუთარ ამბავს ყვებიან…
როგორ?
როცა ამბობთ, ყოფილ პრეზიდენტს ბევრი ცოდვა მიუძღვის და დამსახურებულად იტანჯება – ამ დროს ყვებით, რომ თალიბანის ან მასთან მიახლოებული ველური ტომების მსგავსად ადამიანების ლინჩის წესით გასამართლებას ემხრობით. ასე უხდიდნენ ადამიანები სამაგიეროს ერთმანეთს მაშინ, როცა გამოქვაბულში ცხოვრობდნენ და უკეთეს შემთხვევაში ცხოველების ხორცს უმად მიირთმევდნენ. პერიოდულად კი ერთმანეთსაც სიამოვნებით შეექცეოდნენ.
როცა გვიმტკიცებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ლამის ყველა თქვენი ყოფილი თანამებრძოლი, ვისთანაც ერთად წლები ერთ გუნდში გიმუშავიათ, ვისთვისაც საარჩევნო ხმებს კარდაკარ იხვეწებოდით, ბოროტი მეგალომანები, უსნდისო სპონსორების ფულს დახარბებული საშინებელებები არიან – ამ დროს ყვებით, რომ მთელი ეს წლები რაც აკეთეთ ყველაფერი შეცდომა იყო, რადგან ამ მეგალომანების ერთგული თანამებრძოლები იყავით, რომ ყველა თანამებრძოლში ძალიან შეცდით, რომ წლები გაატარეთ ადამიანებთან და ვერ ამოიცანით რომ ისინი ღირებულების არმქონე, მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილი არარაობები იყვნენ. ამით გვიყვებით, რომ თქვნ არც პოლიტიკური ალღო გაქვთ, არც ადამიანების ამოცნობა შეგიძლიათ და უდიდესი ალბათობით მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ახალ დამპალ ვაშლებს უნდა ველოდოთ თქვენი გუნდის კალათიდან. თუ ცხოვრების ლამის ერთი მესამედი ყველაში ცდებოდით, ხვალ რატომ უნდა აღმოჩნდეთ სანდო?
როცა თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ თანამედროვე ნაწილად აღიარებულ ჰოსპიტალში, ყველაზე რეზონანსული პაციენტი ექიმებს ხელიდან ეცლებათ, თვეების, ათეულობით ათასი დახარჯული ლარის, ასეულობით გვერდზე მოთხრობილი დიაგნოსტიკური კველვების მიუხედავად დიაგნოზიც კი ვერ დაუსვამთ და თქვენ ამტკიცებთ რომ პაციენტს ყველაფერი უკეთდება – ამით ყვებით, რომ თქვენთვის საკუთარი სიცოცხლის ნდობა არ შეიძლება, რადგან რისკების ანალიზის მინიმალური უნარიც კი არ გაგაჩნიათ. ვერ აცნობიერებთ, რომ ქვეყანაში სადაც მაღალი ინტერესის ობიექტი პაციენტი არაა დაცული, თქვენი სიცოცხლე სრულიად უმნიშვნელოა და იმ ჰოსპიტალში რომ მოხვდეთ და სერიოზული დახმარება დაგჭირდეთ, ვერც კი გაიგებს ვინმე რომ ვერ გადარჩით… როგორ ექცევიან პენიტენციალური და ჯანდაცვის სისტემა ყოფილ პრეზიდენტს ეს გეუბნებათ იმას რა ხარისხის სერვისს მიიღებთ თქვენ იმავე გარემოში რომ მოხვდეთ და რამდენად იქნება დაცული თქვენი უფლებები რა გინდა რა მიზეზით სამართლის ძიება რომ დაგჭირდეთ.
მიხეილ სააკაშვილის თავს რაც ხდება დღეს, ეს თითოეული თქვენგანის, თქვენი შვილების და საყვარელი ადამიანების ამბავია და თუ ამას ვერ აცნობიერებთ – მაშინ საკუთარ თავზე გვიყვებით, რომ თქვენს ირგვლივ მიმდინარე ამბების მინიმალური ანალიზის უნარი არ გაქვთ.
არც ერთი პრეზიდენტის სიცოცხლე არ ღირს რომელიმე სხვა ადამიანის სიცოცხლეზე მეტი, მაგრამ არც ნაკლები ღირს. დამნაშავე რომც იყოს, საქართველოს კანონმდებლობით, სიკვდილით ან წამებით დასჯა დაშვებული არაა. თუ ამას ვერ აცნობიერებთ, მიუხედავად იმისა რომ, შეიძლება ახლა ამ სტატუსის ქვეშ საზიზღრობებს რომელიმე ძვირადღირებული გაჯეტიდან აკაკუნებთ, ცნობიერებით გამოქვაბულის დროინდელ ადამიანს ვერ სცილდებით,” –  წერს სოციალურ ქსელში ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем


Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Большой шлем

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Обмен электронными транспортными накладными стал доступен участникам «Биржи грузоперевозок ATI.SU»





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Радость встречи с клоунами приносят массу положительных эмоций детям в Бурятии - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Москва

Устроивших поножовщину на дороге в Одинцово задержали в Белоруссии

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net