ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ გერმანიის მთავრობამ 40 რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა
ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ გერმანიის მთავრობამ 40 რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.
საუბარია საელჩოს დიპლომატიური პერსონალის 40-მდე თანამშრომელზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობენ.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ მსხვერპლთა სურათები აჩვენებს რუსეთის ხელმძღვანელობის დაუჯერებელ სისასტიკეს. მან დასძინა, რომ არსებობს შიში, რომ მსგავსი ფოტოები შეიძლება, გაჩნდეს უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.
რუსეთის საელჩო გერმანიაში