კალაძე: მტკნარი სიცრუე, მიზანმიმართული პროვოკაციაა
“მტკნარი სიცრუე, რომელიც დღეს გავრცელდა, თითქოს, საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში საქართველოს გავლით კონტრაბანდის შეტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რაც მიზნად უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს. ამის უკან მდგომებს ცუდი ზრახვები აქვთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ,” წერს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.