ვაიოლა დევისი მიშელ ობამას როლში
0
ოსკაროსანი ვაიოლა დევისი ახალ სატელევიზიო შოუში The First Lady მიშელ ობამას როლს შეასრულებს. სერიალი სხვადასხვა პერიოდის, სამი აშშ-ს პირველი ლედის ცხოვრებას ასახავს. მიშელ ობამას გარდა The First Lady-ში ელეანორ რუზველტისა და ბეტი ფორდის ისტორიაც არის მოთხრობილი, მათ როლებს ჯილიან ანდერსონი და მიშელ პფაიფერი ასრულებენ.