ხუხაშვილი: პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს თავის სამყაროში თავისი ცხოვრებით და ხალხი კი …
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
– ბატონო გია, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესი აშკარად არ ტოვებს სრულყოფილი პროცესის შთაბეჭდილებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში მკაფიოდ გაჩენილ ტენდენციებს, რომლებზეც გვიწევს თვალის დევნება?
– სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა – რეალურად, საქმე გვაქვს არა რეალურ პოლიტიკურ პროცესთან, რომელიც სახელმწიფო ინტერესებზეა ორიენტირებული, არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის ერთგვარ იმიტაციასთან.
ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას, ხელისუფლებასა და ოპოზიციანას შორის უფსკრული იზრდება. პოლიტიკური ელიტა ცხოვრობს თავის სამყაროში თავისი ცხოვრებით და ხალხი კი ცხოვრობს თავისი მოუგვარებელი პრობლემებით. პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია ხალხის პრობლემებს.
ასეთი მოცემულობა გვაქვს და საინტერესოა რა ხდება ამ ჩაკეტილ სივრცეში? ხელისუფლება დაავადებულია ე.წ. პოლიტიკური ბულემიით, როდესაც რისი გადაყლაპვა შეუძლია, ყველაფერს ყლაპავს, ხელმძღვანელობს არა პოლიტიკური პრაგმატიზმით, არამედ პოლიტიკური გაუმაძღვრობით. ხელისუფლება ერთ ნამცეცს არ უშვებს ხელიდან რომ არ გადაყლაპოს და შანს არ უშვებს კიდევ მეტი ძალაუფლება მოიპოვოს ვითარებაში, როცა მმართველ გუნდს, ისედაც ჭარბი ძალაუფლება აქვს.
ვრცლად იხილეთ აქ